მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდული საოპერო პროგრამა



2009 წლიდან დიდ თეატრში ხორციელდება ახალგაზრდული საოპერო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა პიანისტებს და ვოკალისტებს სთავაზობს პროფესიული დაოსტატების კურსს.
კურსი შეიცავს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას, მეცადინეობებს და მასტერკლასებს გამოჩენილ მუსიკოსებთან, პედაგოგ-რეპეტიტორებთან, ფართო სცენურ პრაქტიკას, დიდი თეატრის მიმდინარე და საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობას და ა.შ.
წლების მანძილზე მონაწილეებთან მუშაობენ მსოფლიოს უდიდესი თეატრების წარმომადგენელი მომღერლები, პედაგოგები და პიანისტები.
კურსდამთავრებულები წარმატებით გამოდიან წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე.
პროგრამის სამხატვრო ხელმძღვანელია დმიტრი ვდოვინი, მთავარი კონსულტანტი - დევიდ ბლეკბერნი.
სწავლების პერიოდში მონაწილეებს ენიშნებათ სტიპენდია. არამოსკოველი მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელი.
 
 
ახალგაზრდული საოპერო პროგრამა აცხადებს დამატებით შერჩევას 2016/17 სეზონის მონაწილეებისათვის სპეციალობით სოლისტ-ვოკალისტი (2- 4 ადგილი).

საკონკურსო მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად დაშვებულნი არიან 1982-დან 1996 წლამდე დაბადებული შემსრულებლები, უმაღლესი მუსიკალური განათლებით, ან რომელთაც ჯერ არ დაუმთავრებიათ უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  განაცხადების მიღება იწყება 2016 წლის აპრილის დასაწყისში, საიტზე www.bolshoi.ru.
 
განაცხადების მიღება წყდება თითოეულ ქალაქში მოსმენის თარიღამდე 3 კალენდარული დღით ადრე.
 
მოსკოვის მოსმენაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მოსმენის თარიღამდე 5 კალენდარული დღით ადრე.
 
მოსმენაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს თავად მონაწილე.
 
 
კონკურსის ჩატარების წესი

პირველი ტური:


მოსმენა ერევანში, ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - 16 მაისი, 2016 წელი.

მოსმენა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო ოპერა, 18 მაისი, 2016 წელი.

მოსმენა სანკტ-პეტერბურგში, სანკტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, 3-4 ივნისი, 2016 წელი.

მოსმენა მოსკოვში, დიდი თეატრი 8-10 ივნისი, 2016 წელი.

მონაწილე მოსმენაზე წარსდგება საკუთარ კონცერტმაისტერთან ერთად, წინასწარ ავსებს ელექტრონულ ანკეტას საიტზე (ანკეტის სანახავად მიჰყევით ბმულს).
 

მოსკოვში, არამოსკოველ მონაწილეებს, წინასწარ შევსებული განაცხადის მიხედვით, კონცერტმაისტერით უზრუნველყოფს თეატრი.

 
მოსმენის ყველა ეტაპზე მონაწილემ კომისიის წინაშე უნდა წარმოადგინოს არანაკლებ ორი არიისა: პირველი, საკუთარი შერჩევით, ხოლო მეორეს კომისია არჩევს არიების ჩამონათვალიდან, რომელსაც მონაწილის მიერ წინასწარ, ანკეტაშია მითითებული და შეიცავს მის მიერ მომზადებულ 5 არიას.
 
ჩამონათვალი უნდა შეიცავდეს არიებს სამ ან მეტ ენაზე. აუცილებელი ენებია: რუსული, იტალიური, ფრანგული და/ან გერმანული. ჩამონათვალში მითითებული ყველა არია უნდა შესრულდეს დედნის ენაზე. კომისია უფლებას იტოვებს მოისმინოს ნაკლები ან მეტი რაოდენობის არიები.
 
პირველ ტურში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
 

მეორე ტური

მოსმენა მოსკოვში, დიდ თეატრში, 11-12 ივნისს.
 

მონაწილე მოსმენაზე უნდა გამოცხადდეს საკუთარ კონცერტმაისტერთან ერთად (არამოსკოველ მონაწილეებს, წინასწარ შევსებული განაცხადის მიხედვით, კონცერტმაისტერით უზრუნველყოფს თეატრი).
 
მონაწილემ კომისიის წინაშე უნდა წარმოადგინოს 2-3 არია: პირველი, საკუთარი შერჩევით, ხოლო სხვებს - პირველი ტურისთვის მომზადებული არიების ჩამონათვალიდან შეარჩევს კომისია.
 
ჩამონათვალში მითითებული ყველა არია უნდა შესრულდეს დედნის ენაზე. კომისია უფლებას იტოვებს მოისმინოს ნაკლები ან მეტი რაოდენობის არიები.
 
მეორე ტურში მონაწილეთა რაოდენობა - არაუმეტეს 40 მონაწილე.
 
 
 
მესამე ტური

1. მოსმენა მოსკოვში, დიდი თეატრის ისტორიულ სცენაზე - 13 ივნისს.


მონაწილე მოსმენაზე უნდა გამოცხადდეს საკუთარ კონცერტმაისტერთან ერთად (არამოსკოველ მონაწილეებს კონცერტმაისტერით უზრუნველყოფს თეატრი). მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომისიის მიერ წინასწარ შერჩეული 1-2 არია (რომელიც გამოცხადდება მეორე ტურის შედეგებთან ერთად) საკუთარი რეპერტუარის ჩამონათვალიდან.
 
2. გაკვეთილი/გასაუბრება პროგრამის ხელმძღვანელებთან.

მესამე ტურში მონაწილეთა რაოდენობა - არაუმეტეს 20 მონაწილე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ოპერის საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რუსუდან მაცაბერიძეს შემდეგ ნომრებზე: 2 00 44 64.  599 65 77 65