„ნაბუკოს“ პრემიერები გადაიდო


თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაცნობებთ, რომ რთული კოვიდ ვითარების გამო
„ნაბუკოს“ საპრემიერო სპექტაკლები და გიორგი გაგნიძის ვარსკვლავის გახსნა გადადებულია. 

თეატრი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის და გაცნობებთ, რომ შეძენილი ბილეთების გამოყენება შესაძლებელია იმავე სპექტაკლებზე, რომელთა თარიღიც მოგვიანებით გამოცხადდება.

ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია თეატრის სალაროში და TKT.GE-ზე.