ნინო ანანიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი #გიონუცასთვის

11 ოქტომბერს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო ანანიაშვილის, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის და თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის მონაწილეობით გაიმართება გალა-კონცერტი ქართველი რაგბისტის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის დასახმარებლად.
  
პირველ მოქმედებაში მაყურებელი ნახავს თანამედროვე ქორეოგრაფის საშა ევთიმოვას მიერ ჩვენი დასისთვის, 2012 წელს დადგმულ ერთმოქმედებიან  ბალეტს „საიდუმლო ბაღი“. მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება საბალეტო დივერტისმენტი - დუეტები და ვარიაციები კლასიკური ბალეტებიდან. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელიც შეასრულებს მიხაილ ფოკინის საბალეტო მინიატურას - „მომაკვდავი გედი“.
  
საღამოს დასრულდება თანამედროვე ბალეტით „საგალობელი“, ქართულ მელოდიებზე (იური პოსოხოვის ქორეოგრაფია).  ბალეტის პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 2008 წელს შედგა.
 
გალა-კონცერტს  კახი სოლომნიშვილი   უდირიჟორებს.
ბილეთები იყიდება ოპერის თეატრის სალაროში და tkt.ge
 
დასაწყისი 19.00 საათზე