ოპერის თეატრი ზურაბ სოტკილავას მშობლიური სცენიდან გააცილებს


23 სექტემბერს, საზოგადოება, თანამედროვეობის უდიდეს მომღერალს, მაესტრო ზურაბ სოტკილავას, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამოემშვიდობება.

ათეული წლების განმავლობაში მისი სახელი ამშვენებდა მსოფლიო საოპერო სცენებს, მოიპოვა მრავალი ჯილდო, პრესტიჟული პრემია და ყველაზე მთავარი -  საყოველთაო აღიარება და მაყურებლის განუსაზღვრელი სიყვარული.

ზურაბ სოტკილავას გამორჩეული გზა, მისივე სურვილით, საქართველოში, თბილისში დასრულდება.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 სთ.
გამოსვენება ოპერიდან 15:00 სთ.

ზურაბ სოტკილავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.