ოპერის თეატრის გახსნა
ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია
გიზო ჟორდანია; მხატვარი
გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები-
ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები -
თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი -
ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი
ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი.
„აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.