ოპერის თეატრის ოთხწლიანი პროგრამის პრეზენტაცია

18 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, თეატრის 4 წლიანი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას ოპერაში დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები.

პრეზენტაცია შეეხება თეატრის პროგრამას - მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილ პრემიერებს, პროდუქციება და კოპროდუქციებს, საბავშვო სპექტაკლებს, საერთაშორისო პროექტებს, ფესტივალებს, კონკურსს, საგანმანათლებლო, რეგიონულ მიმართულებებსა და გასტროლებს.
 
4 წლიანი პროგრამის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება თეატრში უკვე დაწყებულია. სულ რამდენიმე დღის წინ, წარმატებით დასრულდა „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა“. 18 ნოემბერს კი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება, პროგრამით გათვალისწინებული, პირველი ოპერის, „ტრავიატას“ პრემიერა.
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 4 წლიანი პროგრამა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
 
ბადრი მაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხავრო ხელმძღვანელად 2016 წლის 13 ნოემბერს ინიშნა.