ოპერის თეატრში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

 
4 აპრილს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა ქველმოქმედებასთან ერთად მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული ოპერის ვარსკვლავების ზურაბ სოტკილავას, მაყვალა ქასრაშვილის, თამარ ივერის, ნინო სურგულაძის, ნინო მაჩაიძის, ქეთევან ქემოკლიძის, გიორგი გაგნიძის და შალვა მუქერიას მიერ შესრულებული არიები, რომელთაც   უანგარომ ხარდაჭერა გამოუცხადეს აუტიზმის მქონე ბავშვებს  და დაუვიწყარი დღე აჩუქეს ქართველ მსმენელს. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში პიანისტი დავით ალადაშვილიც ჩამოვიდა.

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის სასწავლო/სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.

საქველმოქმედო კონცერტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.