ოტავიო ძინოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი ოპერის მომღერლებისთვის: ტრამპლინი


უკვე 18 წელია, ოტავიო ძინოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც რომში იმართება, ახალგაზრდა მომღერლებს სთავაზობს, წარსდგნენ კომპეტენტური და რჩეული ჟიურის წინაშე და საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ.

ამ წელს, პრესტიჟული ჟიური შედგება სამხატვრო ხელმძღვანელებისა და დირექტორებისგან, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თოთხმეტ საოპერო თეატრსა და ფესტივალს, ესენია: მადრიდის Teatro Real, ვენის Staatsoper, სავონლინის ფესტივალი, ბრეგენცის თეატრი, ტორონტოს თეატრი, მასკატის სამეფო ოპერა (ომანი), თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, კარლსრუეს თეატრი (გერმანია), ლიონის ოპერა (საფრანგეთი), ბეირუთის ფესტივალი Beirut Chants, ნეაპოლის სან კარლოს თეატრი, ვალე დ’იტრიის ფესტივალი. ჟიურიში ასევე იმუშავებს კომპოზიტორი მარკო ტუტინო.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ კონკურსის პრეზიდენტად, 2019 წელს, დაინიშნა დიდი დირიჟორი დონატო რენცეტი


წინასწარი მოსმენა სტარტს აიღებს 4 ოქტომბერს, პარიზში, გაგრძელდება 5 ოქტომბერს მადრიდში და 7 ოქტომბერს ვენაში.

12 ოქტომბერს წინასწარი მოსმენა შედგება თბილისის ოპერის თეატრში
 წინასწარი მოსმენები დასრულდება რომსა და მილანში, 18/19 და 20 ოქტომბერს.

2019 წლის 15-17 ნოემბერს, რომში, ოპერის დედაქალაქში, ახალგაზრდა მომღერლებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოაჩინონ საკუთარი ხელოვნება და მოიპოვონ:
სასწავლო სტიპენდიები, რაც  მათ საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ მუსიკალური განათლება, პრიზები: საოპერო როლები და კონცერტები, რომლებსაც ჟიურიში მყოფი სამხატვრო ხელმძღვანელები შესთავაზებენ.

ფინალი, საჯარო გალა კონცერტის სახით, შედგება 2019 წლის 17 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე. სასწავლო სტიპენდიებისა და პრიზების () გარდა, გაიცემა მაყურებლის პრიზი, რომლის მფლობელსაც დამსწრე აუდიტორია გამოავლენს და კრიტიკოსების ჯილდო,  რომელსაც გასცემს მუსიკალური ჟურნალების რედაქტორებისა და მუსიკის კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური.