პირველი ერთობლივი კონცერტი ოპერაში
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ახალგაზრდა მომღერლების პროფესიული განვითარების მიზნით საფუძველი ჩაუყარა ახალ საერთაშორისო პროექტს - „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა“.
პირველი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელიც
ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად ხორციელდება,
დღეს, ოპერაში, პირველი ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. Staatsoper Unter den Linden-ის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელია
ბორის ანიფანტაკისი. საოპერო სტუდიის შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელი -
მაესტრო დანიელ ბარენბოიმი.
საკონცერტო პროგრამა და მონაწილეები: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. „დონ ჯოვანი“
– ლეპორელოს არია
Madamina, il catalogo è questo. გიორგი მჭედლიშვილი
გუსტავ შარპანტიე. „ლუიზა“
– ლუიზას არია
Depuis le jour .
სლავკა ზამეჩნიკოვა
გაეტანო დონიცეტი. „სიყვარულის ნექტარი“
– ნემორინოსა და დულკამარას დუეტი
Voglio dire. პაატა სუხიტაშვილი, გიორგი ჭელიძე
ნიკოლო პიჩინი. „ალექსანდრე ინდოეთში“
– კლეოფიდეს არია
Se il ciel mi divide.
ნუცა ზაქაიძე
ჯაკომო პუჩინი. „ბოჰემა“
– რუდოლფისა და მარჩელოს დუეტი
O Mimi tu piu non torni.
ანდრეს მორენო გარსია, ადამ კუტნი
ჯაკომო პუჩინი. „ტურანდოტი“
– ლიუს არია
Signore ascolta.
ირინა შერაზადიშვილი
გაეტანო დონიცეტი. „დონ პასკუალე“ – ერნესტოს არია
Povero Ernesto. პაატა სუხიტაშვილი
ლეო დელიბი. „ლაკმე“ – ყვავილების დუეტი.
ნუცა ზაქაიძე, სლავკა ზამეჩნიკოვა
ჯაკომო პუჩინი. „ედგარი“ – ფრანკის არია
Questo amor. ადამ კუტნი
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. „მითრიდატე, პონტოს მეფე“ – მითრიდატეს არია
Vado incontro. გიორგი ცინცაძე
ჟიულ მასნე. „ვერთერი“ – შარლოტეს არია
Va, laisse couler. კორინა შიურლე
ჯოაკინო როსინი. „სევილიელი დალაქი“ – დონ ბაზილიოს არია
La calunnia. გიორგი ჭელიძე
პაბლო სოროზაბალი. ზარზუელა – ლეანდროს არია
No puede ser. ანდრეს მორენო გარსია
ჟაკ ოფენბახი. „ჰოფმანის ზღაპრები“ –
Belle nuit. ირინა შერაზადიშვილი, კორინა შიურლე
გაეტანო დონიცეტი. „სიყვარულის ნექტარი“
– ნემორინოს და ადინას დუეტი
La-la-la… Bravissimo.
სლავკა ზამეჩნიკოვა, ანდრეს მორენო გარსია
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. „დონ ჯოვანი“
– დონ ჯოვანის და ცერლინას დუეტი La ci darem. გიორგი მჭედლიშვილი, ირინა შერაზადიშვილი, ადამ კუტნი, კორინა შიურლე
კონცერტმაისტერები: მარკუს ცუგეჰოერი, ნათია აზარაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
ბერლინის შტაატსოპერასთან გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით.