პრესკონფერენცია ზაზა მარჯანიშვილის პროექტის - „სამოსელი პირველი“ - პრემიერასთან დაკავშირებით.

26 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა პრესკონფერენცია ზაზა მარჯანიშვილის პროექტის - „სამოსელი პირველი“ - პრემიერასთან დაკავშირებით. პროექტის ავტორის, კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის პრეზენტაციას ოპერაში დაესწრნენ: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, რეჟისორი ლაშა ონიანი, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე და პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი.

პროექტი „სამოსელი პირველი“ კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში შერწყმულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.