პროექტ ,,სამოსელი პირველის“ ორგანიზატორის, „საუკუნის საუნჯის“ განცხადება

პროექტ ,,სამოსელი პირველის“ ორგანიზატორის, „საუკუნის საუნჯის“ განცხადებით, სპექტაკლის პრემიერა ერთი დღით გადაიდო. იმის გამო, რომ პროექტი სპეციფიკურია და შესაბამისი ტექნიკა ესაჭიროება, პროექტის ორგანიზატორმა - ,,საუკუნის საუნჯემ“ - იქირავა სპეციალური აპარატურა. სამუშაო პროცესში, გენერალური რეპეტიციის დროს, გამოიკვეთა ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მცირე დროში ვერ მოხერხდა. 

პროექტ ,,სამოსელი პირველის“ ორგანიზატორი, ,,საუკუნის საუნჯე“, ბოდიშს უხდის მაყურებელს იმის გამო, რომ პრემიერა ერთი დღის დაგვიანებით გაიმართება. ორივე სპექტაკლზე გაყიდული ბილეთები ძალაშია. 31 მაისის ბილეთების მფლობელები პრემიერის ნახვას შეძლებენ 2 ივნისს. რაც შეეხება 1 ივნისის პრემიერას, ამ თარიღს და ბილეთებს ცვლილებები არ ეხება.