„ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების“ მონაწილეობა სეზონის დახურვასთან დაკავშირებულ ფორუმში.

„ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საბალეტო სეზონის დახურვასთან დაკავშირბულ ფორუმში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართა.
პრიმა ბალერინამ და საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა, გააკეთა სეზონის შემაჯამებელი მიმოხილვა რესტავრირებულ და ახლახანს გახსნილ ოპერის სახლში. მან ასევე ისაუბრა მომავალ სეზონთან დაკავშირებულ გეგმებზე.

„ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების“ კომიტეტმა მიულოცა სახელმწიფო ბალეტს მიღწეული წარმატება და წარმოადგინა იმ თანამშრომლობის შედეგები, რომლებიც მიღწეული-იქნა სეზონის განმავლობაში, საბალეტო დასის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისა და „ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.

ფორუმთან დაკავშირებული სტატიის სანახავად, რომელიც გამოქვეყნდა Georgia Today-ის ვებ-გვერდზე, მთავარი რედაქტორის, ქეითი დეივისის მიერ, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს:

თუკი გსურთ, გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას „ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების“ შესახებ, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე:
friends.georgianballet@gmail.com