საახალწლო საჩუქარი: გალა - კონცერტი ოპერაში


31 დეკემბერს, 18:00სთ-ზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა გალა-კონცერტი - საახალწლო საჩუქარი თქვენთვის!
 
საახალწლო გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ოპერის ქართველმა
ვარსკვლავებმა, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წამყვანმა სოლისტებმა, გუნდმა და ორკესტრმა. საღამოზე შესრულდა ფრაგმენტები საოპერო შედევრებიდან.
 
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა  მაყურებელს საახალწლოდ ბილეთები საჩუქრად გადასცა.
 
საახალწლო გალა-კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო იმედი, რადიო ფორტუნა, რადიო ქალაქი, ტელეკომპანია არტარეა.