საბალეტო დასის გასტროლი ომანში



მასკატის სამეფო თეატრის სცენაზე პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი „მძინარე მზეთუნახავი“ იქნება წარმოდგენილი, რომლის ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით. სპექტაკლები 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

საგასტროლოდ დასი თითქმის სრული შემადგენლობით მიემგზავრება. სპექტაკლებში მთავარ პარტიებს ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები ნუცა ჩეკურაშვილი, რუიკა იოკოიამა, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ბორის ჟურილოვი და ფილიპ ფედულოვი შეასრულებენ.

სპექტაკლებს პრაღის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით ალევტინა იოფე უდირიჟორებს.