საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ - ფარგლებში ოპერაში ბელინის „ნორმას“ საკონცერტო ვერსია შესრულდება


2017 წლის 20 აპრილიდან 25 მაისამდე მეთორმეტედ გაიმართება საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“. ფესტივალი მიეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და უწმიდესისა დ უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრების 40 წლისთავის საიუბილეო თარიღებს. 

ფესტივალის სამხატვრო ხელძღვანელია იტალიაში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, საპატიო მრჩეველი - აშშ-ში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. 
ორგანიზატორი „არტ +“.

ფესტივალი, რომელიც უკვე საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ტრადიციულად, დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება.
 
თბილისის საფესტივალო კონცერტები:
 
20 აპრილი,19.30. ჯ. კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი. 
ფესტივალის საზეიმო გახსნა. გალა კონცერტი 
მონაწილეობენ ქართული და მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები, პირველად თბილისს ესტუმრება საოპერო ბანი იტალიიდან ფრანჩესკო ელერო დ’არტენია. მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. 

23 აპრილი, 20.00. ოპერის თეატრი. 
ვ. ბელინი - „ნორმა“
( საქართველოში ოპერის პირველი საკონცერტო შესრულება). მონაწილეობენ: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ზორან ტოდოროვიჩი (გერმანია), ფრანჩესო ალერო დ’ არტენია (იტალია), ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი, დირიჟორი-ხოზე ლუის გომესი (ესპანეთი). 

3 მაისი, 16.00. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
ეროვნული საშემსრულებლო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებლების გალა-კონცერტი.

მონაწილეობენ: კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის, ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“, ე. მიქელაძის სახ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები. 

22 მაისი, 19.00. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი.
საქართველოს სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სოლისტები: ქეთევან ბადრიძე (ფორტეპიანო, აშშ,), სანდრო სიდამონიძე (ჩელო, აშშ.).


რეგიონები:
30 აპრილი, 18.00
თელავი, ვაჟა ფშაველას სახელობის სახ. დრამატული თეატრი.
კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამო.
მონაწილეობენ; ქართული პროფესიული სცენის ცნობილი შემსრულებლები. 


24 მაისი, 19.00, ქუთაისი. ოპერის თეატრი.
საქართველოს სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
სოლისტები: ქეთევან ბადრიძე ( ფორტეპიანო, აშშ,), სანდრო სიდამონიძე ( ჩელო, აშშ.).


25 მაისი, 18.00. ბათუმი. ხელოვნების და მუსიკის ცენტრი.
საქართველოს სახ. კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სოლისტები: ქეთევან ბადრიძე ( ფორტეპიანო, აშშ,), სანდრო სიდამონიძე ( ჩელო, აშშ.).


ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ფესტივალის პარტნიორები ასევე არიან: იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეთის თეატრი, თვითმმართველი ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 

მხარდამჭერები: სასტუმრო ბილტმორი, სადაზღვევო კომპანია არდი, არტფლორდიზაინი. 
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, არტარეა, ინტერნეტპორტალი კვირა, „სპუტნიკი საქართველო“, გაზეთი „Georgia Today”. ტელეკომპანია იმედი, რუსთავი 2.