საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი „ერთა ფილარმონია“ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში კონცერტს გამართავს

ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI”, 27 სექტემბერს, 19 საათზე, პირველად საქართველოში, სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო სიმფონიურ ორკესტრს  „ერთა ფილარმონია“ (მსოფლიო მშვიდობის ორკესტრი). კონცერტზე, რომელსაც ორკესტრის  დამფუძნებელი, ცნობილი მუსიკოსი, იუსტუს ფრანცი უდირიჟორებს, შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია და ყარა ყარაევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელშიც იუსტუს ფრანცი სოლისტის ამპლუაშიც წარსდგება.