„სამოსელი პირველის" პრემიერა ოპერაში
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი“ ცნობილმა კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა, ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.
„სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი _ ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი _ ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები _ ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი _ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.
მთავარი პარტიები შეასრულეს ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა სოლისტებმა: თეა დემურიშვილმა, ოთარ ჯორჯიკიამ, ნიკოლოზ ლაგვილავამ, ირინა თაბორიძემ, ირაკლი მურჯიკნელმა, ეკატერინე სურმავამ, ლალი კანდელაკმა, დავით ანანელმა, ასევე დრამატული თეატრის მსახიობებმა: გოგა პიპინაშვილმა, რეზო ჩხიკვიშვილმა, ნანა შონიამ, მიხეილ გომიაშვილმა, ანდრია გველესიანმა, ნინო დუმბაძემ და სხვ. ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართული იყო ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს დავით კინწურაშვილმა უდირიჟორა. პროექტის პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე გახლდათ.