საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში

30 წლის წინ, 1986 წელს, ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა ჯექსონის საერთშორისო საბალეტო კონკურსის გრან-პრის და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. წელს, ჯექსონში, ამ იუბილეს აღსანიშნავად, კონკურსის ორგანიზატორებმა არა მხოლოდ ნინო ანანიაშვილი, არამედ ის კომპანია მიიწვიეს, რომელსაც ანანიაშვილი ხელმძღვანელობს. პრიმა-ბალერინა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ჯექსონში 16 ივლისს გამოვლენ. პროგრამაშია სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი: ფრედერიკ ეშტონის „მარგარიტა და არმანი“, ჯორჯ ბალანჩინის Concerto Barocco და იური პოსოხოვის "საგალობელი".

ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.