საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი ესპანეთში


ესპანეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი დაიწყო. სპექტაკლები გაიმართება ქალაქებში პამპლონა, ლეონი, ვიტორია, ალიკანტე და ლოგრონო. საბალეტო დასი გასტროლზე მაყურებელს უჩვენებს პიოტრ ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ (ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა) და იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯს“ (მიხეილ ფოკინის ქორეოგრაფია, ანდრის ლიეპას რედაქცია და დადგმა) პროგრამაში ასევე შეტანლია ირჟი კილიანის ერთმოქედებიანი ბალეტი „Sechs Tänze“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის გასტროლი ესპანეთში 18 დეკემბერს, ქალაქ ლოგრონოში „მაკნატუნას“ წარმოდგენით დასრულდება. 
 
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით,  მეხუთე წელია თანამშრომლობს ესპანელ პროდიუსერებთან და ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად მართავს სპექტაკლებს.