„ატილას“ საქველმოქმედო წარმოდგენა

3 მარტს ფონდ „იავნანას“ და საქართველოს სახელმწიფო ოპერის ერთობლივი საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ჯუზეპე ვერდის „ატილას“ ოპერის სოლისტებთან ერთად ფონდის მიერ მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავები შეასრულებენ. საქველმოქმედო სპექტაკლით შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებისა და წარჩინებული სტუდენტების თანადგომას მოხმარდება.