„სიმონ ბოკანეგრა“ პირველად ოპერის სცენაზე
10 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება. „სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოს პირველად დაიდგმება.
გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს ეს დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება, ხოლო მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისს გაიმართება.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია - ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი კი - ესტერ მარტინი (ესპანეთი).
საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობენ როგორც ოპერის თეატრის სოლისტები, ისე უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები.
10 ივნისს მთავარ პარტიებს შეასრულებენ: გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, თამარ ივერი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ჭელიძე, თამაზ საგინაძე, მანანა იორდანიშვილი, დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.
2018 წლის 10 ივნისიდან - პირველად საქართველოში, სიმონ ბოკანეგრას ცხოვრების ვერდისეულ ვერსიას მაყურებელი თბილისის ოპერაში ნახავს.