„სიყვარულისთვის“ საქართველოს სახელმწიფო ოპერის სცენაზე კვლავ მიმდინარეობს

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმანატვრის  ხე“,  თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასმა და ორკესტრმა,  თეატრის სცენაზე მაყურებელს მსოფლიო პრემიერა შესთავაზ.

სპექტაკლი   „სიყვარულისთვის“  ორი ნაწილისაგან შედგება და  ოპერისა და ბალეტის სინთეზს წარმოადგენს, რომელშიც ერთობლივადაა წარმოდგენილი ნინო როტას სუიტაზე (ფედერიკო ფელინის ფილმიდან La Strada) დადგმული ბალეტი  და ფრანსის პულენკის მონოოპერა „ადამიანის ხმა“.

პირველ ნაწილში მთავარ როლს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ასრულებს, პულენკის მონოოპერას კი მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მღერის.

სპექტაკლის დადგმა იტალიელმა ხელოვანებმა განახორციელეს: რეჟისორი მარკო გარდინი, ცნობილი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის პარტნიორია, დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავონი კი ლა სკალასა და მსოფლიოს სხვა თეატრებში მოღვაწეობს.   
სპექტაკლებს მაესტრო კარლო პონტიმ უდირიჟორა.

15 ივნისის საქველმოქმედო სპექტაკლს საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფია ლორენი დაესწრო. ამ სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.