„სოფლის ღირსება“ - ამ წლის კიდევ ერთი პრემიერა ოპერაში!
19 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში
პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლები ასევე შედგება 20, 23 და 24 დეკემბერს.
19 დეკემბრის პრემიერაზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ მოწვეული სოლისტები -
ნინო სურგულაძე და მიხეილ შეშაბერიძე, ასევე, ოპერის თეატრის სოლისტები -
სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის
გუნდსა და ორკესტრს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
ოპერის დამდგმელი რეჟისორია -
ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი -
ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია
იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში,
PERIS COSTUMES -ის ატელიეში დამზადდა.
20 დეკემბერს იმღერებენ:
ხათუნა ჭოხონელიძე (სანტუცა),
არმაზ დარაშვილი (ტურიდუ),
ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია),
ოთარ ნაკაშიძე (ალფიო),
ნუცა ზაქაიძე (ლოლა), სპექტაკლს სპეციალური მოწვევით მაესტრო
ალბერტო ვერონეზი (იტალია) უდირიჟორებს.
23 დეკემბრის შემადგენლობაა:
თეა დემურიშვილი (სანტუცა),
ანზორ ხიდაშელი (ტურიდუ),
ელენე ჯანჯალია (ლუჩია),
სულხან გველესიანი (ალფიო), სტაჟიორი
თამარ ლებანიძე (ლოლა).
24 დეკემბერს სპექტაკლში იმღერებენ:
მაყვალა ასპანიძე (სანტუცა),
ზაზა ზაალიშვილი (ტურიდუ),
ნატალია ვოლჩენკო (ლუჩია),
ვანო გალუაშვილი (ალფიო),
ირინა ალექსიძე (ლოლა).
სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში,
Teatro Carlo Felice-ში დაიდგა.
პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში, Teatro Costanzi-ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1892 წელს დაიდგა.