„სტუდენტური ბილეთი“ - სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისთვის

საქართველოს მასშტაბით ყველა სტუდენტისთვის ოპერის თეატრში სპეციალური ფასდაკლება ამოქმედდა.

საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ბილეთების შეძენა 10, 7 და 5 ლარადაა შესაძლებელი.

თითოეულ სპექტაკლზე 100 ამგვარი ბილეთია გამოყოფილი და მათ შესაძენად სალაროში სტუდენტური ბილეთის წარდგენა არის საჭირო.