თბილისის ოპერის ფარდა კომპანია „გერიეცის" ოფიციალურ ვებგვერდზე

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ფარდა და თეატრის სავიზიტო ბარათი - სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზით დამზადებული პრინტი - ცნობილმა გერმანულმა ფირმამ „გერიეცი" განახორციელა. სწორედ ამ კომპანიამ დაამზადა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების, კერძოდ ლონდონის „კოვენტ გარდენის", ბარსელონას „ლისეოს", ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერას" და სხვა ცნობილი თეატრების ფარდები. კომპანია „გერიეცის" ოფიციალურ ვებგვერდს ახლა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიც ამშვენებს. მიჰყევით ბმულს.