თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეული იწყება

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; დაგეგმილია თეატრის 100 წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა „ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები. 

გახსნის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

25 იანვარი 18:00 საათი.
„ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“. წიგნის პრეზენტაცია.
ოპერისა და ბალეტის თეატრი. რუსთაველის გამზირი 25
 

27 იანვარი 18:00 საათი
ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებული ფილმის „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია.
ეროვნული მუზეუმი ე.წ. BP-ის დარბაზი.

28 იანვარი 16:00 საათი
ფოტოგამოფენა: „ოპერა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ“;
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი - სიმფონიური მუსიკის დარბაზი; მის დ. აღმაშენებლის გამზ. 123/125

28 იანვარი - საათი გამოცხადდება მოგვიანებით
„აბესალომ და ეთერის“ გენერალური რეპეტიცია ოპერაში;

29 იანვარი - 11:00 საათი 
მედიატური ოპერაში;