თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.

თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.

დღეს გაიმართა ორგანიზატორთა პრესკონფერენცია და კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა მომღერლებმა.

თბილისში ჩამოსულია მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია) 50 მომღერალი. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც 300-მდე განაცხადი შემოვიდა.

“OPERA CROWN” - ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათლით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.