თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნა

      
4 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება ოპერის სოლისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, აღიარებული ქართველი ტენორის - თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოზე შესრულდება ჯაკომო პუჩინის „ტოსკას“ პირველი და რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზების“ მეორე მოქმედებები. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის სოლისტები - სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი; სტაჟიორი გიორგი ჭელიძე; ასევე, აღიარებული სოლისტი - თამარ ივერი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი, მოწვეული დირიჟორის - ვიქტორ პლოსკინას (ბელარუსი) ხელმძღვანელობით.

საღამოს დაასრულებს ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოპერის თეატრის წინ.