თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი

11 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართა პრესკონფერენცია ლეგენდარული ქართველი მომღერლის თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნასთან და გალა-კონცერტთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას დაესწრნენ: თენგიზ მუშკუდიანი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, დირიჟორები რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე.