ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2016 წლის 22 მაისს, სოფიას ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და გენერალურმა დირექტორმა, პლამენ კარტალოვმა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით კინწურაშვილმა სოფიაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბატონი ზურაბ ბერიძე, თბილისისა და სოფიას ოპერის თეატრების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელები: რუსუდან მაცაბერიძე და ანა ბოგდანოვა.