State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

6 ივლისი, 2019 წელი

167-ე სეზონის დახურვა

ზაქარია ფალიაშვილი
 
აბესალომ და ეთერი
ოპერა სამ მოქმედებად

სპექტაკლი ეძღვნება ვახტანგ ფალიაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს  

აბიო მეფე – კახა თეთვაძე
აბესალომი – არმაზ დარაშვილი
ნათელა – ელენე ჯანჯალია
მარიხი – ირა იოსებიძე-მამალაძე
ეთერი – ხათუნა ჭოხონელიძე
მურმანი – ნიკოლოზ ლაგვილავა
ნაანა – ირინა შერაზადიშვილი
თანდარუხი – გიორგი მოციქულაშვილი
სტუმარი – გია მახარაძე
მსახურთუხუცესი – ლევან ტაბატაძე

თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“

თეატრის მთავარი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი 
მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი – შალვა შაორშაძე

დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი 
დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია
რეჟისორის ასისტენტი – ხათუნა ბედელაძე
სცენოგრაფია, კოსტიუმები, განათება – გიორგი ალექსი-მესხიშვილი
ასისტენტები: კოსტიუმები – ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფია – შმაგი სავანელი
ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი
ვიდეო პროექცია – დავით მაჭავარიანი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მთავარი გრიმიორი – ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები – ეკატერინე გელაშვილი, მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი პირველი ქართული კლასიკური ოპერაა. იგი დაფუძნებულია ქართული ხალხური ეპოსზე  „ეთერიანი“, რომლის მიხედვითაც ლიბრეტო პეტრე მირიანაშვილმა შექმნა. ნაწარმოების პრემიერა 1919 წლის 21 თებერვალს შედგა.

უფლისწულ აბესალომისა და ობოლი ეთერის სიყვარულის რომანტიკული და სევდიანი ამბავი, გადმოცემული ქართული ეროვნული ინტონაციისა და ევროპული საოპერო ტრადიციების შერწყმით, მყარად დამკვიდრდა თეატრის რეპერტუარში.

სეზონის „აბესალომ და ეთერით” გახსნის ტრადიცია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.
 
პირველი მოქმედება

ტყე

დედინაცვალთან უსიხარულო ცხოვრებით გატანჯული ეთერი ტყეში, ნაკადულთან ფურს მწყემსავს და ოცნებობს ისეთი ვინმეს გამოჩენაზე, ვინც ბედნიერებას მოუტანს. სულ უფრო და უფრო ახლოს გაისმის მონადირეთა ხმები. მალე ისინი უკვე ნაკადულთან არიან. მათ შორისაა მეფის მემკვიდრე აბესალომი, რომელსაც ქალი ერთი დანახვით შეუყვარდება და ცოლობას სთხოვს. მიუხედავად მისი ფიცისა, ეთერი უარზეა, შიშობს, რომ უფლისწულისთვის ის, შესაძლოა, მხოლოდ დროებითი თავშესაქცევი იყოს.

მაგრამ შინ, დედინაცვალთან დაბრუნებული, ეთერი აზრს იცვლის, თანხმდება და აბესალომს თვითონაც მარადიულ სიყვარულს შეჰფიცავს. ბედნიერი უფლისწული, ეთერთან ერთად, მამის სასახლეში საქორწინოდ გაემართება. თანმხლებთა შორის მხოლოდ ერთი, აბესალომის მეგობარი და ვეზირი მურმანი არ იზიარებს საყოველთაო სიხარულს, რადგან ქალი მასაც თავდავიწყებით შეუყვარდა. მურმანი გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეთერის სიყვარული მოიპოვოს.


აბიო მეფის სასახლე

აბიო მეფის სასახლეში ქორწილია. ცეკვა, სიმღერა, სადღეგრძელოები ერთმანეთს ენაცვლება. ლხინში აბესალომი მურმანს მოიკითხავს. ისიც გაჩნდება, ხელში ძვირფასი და ლამაზი საჩუქრით, რომელიც, არავინ იცის, რომ მოჯადოებულია – მურმანმა ამ ჯადოს სანაცვლოდ სული ეშმაკს მიჰყიდა. საჩუქართან შეხებისთანავე ეთერი ავად გახდება, „ელფერი შეეცვლება“ და მისი ხსნა მხოლოდ მურმანს შეეძლება. ქალი დაუეჭვებლად იღებს ძღვენს. ბოროტი ძალა მოქმედებას იწყებს.


მეორე მოქმედება

განმარტოებული აბესალომი თავის უბედურებას დასტირის. მისი ბედნიერება საშინელი განსაცდელით დასრულდა. ეთერის გარეშე მისთვის მზეც კი აღარ ანათებს. დამწუხრებულ სეფექალებს გამოჰყავთ „სოსანივით გაყვითლებული“, სნეული ეთერი. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. მეფე, დედოფალი, დიდებულები და თავად ეთერიც ურჩევს აბესალომს, ქალი „გაუშვას ველად“ და, რაკი ეს ეთერის თხოვნაცაა, უფლისწული თანხმდება. ეთერი მურმანს მიჰყავს.


მესამე მოქმედება

მურმანის ციხე-დარბაზის მიდამო

ეთერი მურმანის „ბროლის ციხეში“ საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემითაა გარემოცული, მაგრამ ბედნიერი მაინც არ არის. ვეზირს სასახლეში იბარებენ. აბესალომი სთხოვს გააგებინოს, როგორ გრძნობს თავს ეთერი და ისიც ამაყად უამბობს, რომ ეთერი შესანიშნავადაა, და თვითონაც, „ღმერთის მიერ მოძღვნილი“ ამ საჩუქრით უაღრესად კმაყოფილია. მაშინ უფლისწული, რომელიც დარდისგან მძიმედ ავადაა, მურმანს უკვდავების წყლის მოსატანად გზავნის.

იმედით, რომ საყვარელი ქალის ნახვამ, შესაძლოა, შვილი გამოუჯანმრთელოს, დედოფალი ნათელა მიდის ბროლის კოშკში ეთერთან და მას აბესალომის მონახულებას სთხოვს. ეთერი, რომელიც ჯერ ისევ გულგატეხილია საქორწინო ფიცის დარღვევის გამო, უარზეა. თუმცა, მის დაყოლიებას მეფის ასული, მარიხი ახერხებს. ეთერი მას სასახლეში მიჰყვება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია – უკიდურესად დასუსტებული აბესალომი, მისი ნახვით გაბედნიერებული, კვდება. ეთერი თავს იკლავს – უსიყვარულოდ სიცოცხლე აღარც მას სურს.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი