State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 167 

19 მაისი, 2019

ამაო სიფრთხილე
 ბალეტი ორ მოქმედებად  

ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ლიბრეტო
ფერდინანდ ჰეროლდის და  პეტერ ლუდვიგ ჰერტელის მუსიკა
ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფია და დადგმა

ლიზა - სტეფანია ვოტკინსონი
კოლენი - პაპუნა კაპანაძე
მარცელინა - ნიკოლოზ ფეიქრიშვილი
ნიკეზი - თე სუ კენგი
მიშო - კახა ანდრიაძე

დამდგმელი დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე
დამდგმელი მხატვარი - გიორგი თანდაშვილი
კოსტიუმების მხატვარ- შემსრულებელი – ნინო ოჩიაური
განათება - ამირან ანანიაშვილი
მხატვარ-ვიზაჟისტი - ალექსანდრე შევჩუკი
დამდგმელი ქორეოგრაფების ასისტენტები -
ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი
 
პრემიერა   შედგა 2019 წლის 17 მაისს

 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
 
დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე

 ბალეტის   ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ 
მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
ქორეოგრაფიული ხუმრობა სახელწოდებით „ამაო სიფრთხილე” მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში შევიდა, როგორც თანამედროვე, სცენაზე შემორჩენილი ყველაზე ძველი ბალეტი. პირველად იგი 1789 წელს, ბორდოში, ქორეოგრაფმა ჟან დობერვალმა ფრანგულ ხალხურ მელოდიებზე შექმნილ კომპოზიციაზე დადგა.    

1828 წელს დადგმისთვის ახალი მუსიკა ფრანგმა კომპოზიტორმა ფერდინანდ ჰეროლდმა დაწერა. 1864 წელს ბალეტის პარტიტურა დაკარგულად ითვლებოდა. ამიტომ,  გერმანელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა  პეტერ ლუდვიგ ჰერტელმა „ამაო სიფრთხილისთვის“ ახალი მუსიკა დაწერა.  

„ამაო სიფრთხილე“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე პირველად 1907 წელს, პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტის საგასტროლო ჯგუფმა წარმოადგინა. 1940-იან წლებში ბალეტი თეატრის სცენაზე პირველად დადგა ე. დემეტრაშმა. 1986 წელს „ამაო სიფრთხილის“ დადგმა   თეატრში ზურაბ კიკალეიშვილმა განახორციელა.

2005 წელს თეატრმა, ინგლისის სამეფო ბალეტიდან, „ამაო სიფრთხილის“ ფრედერიკ ეშტონისეული რედაქციის დადგმის უფლება მიიღო.  ბალეტის კიდევ ერთი ახალი რედაქციის დადგმა   2013 წლის   1 ივნისს,   გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის მიერ განხორციელდა.

2019 წელს მოხდა ბალეტის ახალი რედაქციის დადგმა, მთლიანად გადამუშავდა მუსიკალური მასალა და სპექტაკლი  თბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას მოერგო.


შინაარსი

პირველი მოქმედება. პირველი სურათი
სამხრეთ საფრანგეთის  სოფელ ობერჟინის  მცხოვრებლები დილაადრიან სათიბად მიდიან, მათ შორის არის კოლენიც. იგი შეყვარებულია ლიზაზე, რომელიც  შეძლებული ქვრივის - მარცელინას შვილია. მარცელინა ხელს უშლის მათ სიყვარულს და სურს ლიზა მიათხოვოს მდიდარი მევახშის - მიშოს სულელ ვაჟს - ნიკეზს.
ახლადგაღვიძებული ლიზა ეზოში გადის და  თავის შეყვარებულ კოლენს ეძებს, რომელიც  უკვე მინდორშია წასული სამუშაოდ. მოწყენილ ლიზას ეზოში გამოჰყავს ცხენი, გოჭები,  ქათმები და მათთან ერთად თამაშობს.  ხმაურზე გაღვიძებული და გაბრაზებული მარცელინა   ცხოველებს ეზოდან ყრის, ხოლო ლიზას კარაქის მომზადებას ავალებს. დაღონებული ლიზა მუშაობას იწყებს. ამ დროს შემოდიან კოლენი და მისი მეგობრები. იწყება საერთო მხიარულება. უეცრად სახლიდან გამოდის მარცელინა და არამკითხე სტუმრებს  ეზოდან აგდებს, ხოლო ლიზა ძალით შეყავს სახლში. 
მდიდარ მიშოს თავისი სულელი ვაჟი ნიკეზი, მარცელინასთან ლიზას ხელის სათხოვნელად მოჰყავს. ნიკეზი ჩაკეტილი ჭიშკრის ზემოდან ძვრება და იმდენად ერთობა ცხოველებთან თამაშით, რომ  ავიწყდება აქ მოსვლის მიზეზი. უყურადღებოდ დატოვებული მიშო ეჯახება მოულოდნელად სახლიდან გამოსულ, გაოგნებულ მარცელინას. ლიზას პროტესტის მიუხედავად მიშო და მარცელინა  ახალგაზრდების დაქორწინებას გადაწყვეტენ. ამ დროს ეზოში შემოდიან სოფლის მცხოვრებლები და ყველას ეპატიჟებიან მინდორში - მოსავლის აღების ზეიმზე.
 
მეორე სურათი
გლეხები მოსავლის აღებას ზეიმობენ. მარცელინა და მიშო, ლიზასა და კოლენის დაქორწინებას   ჩქარობენ. გარშემომყოფნი უკმაყოფილონი არიან, თუმცა მშობლები მათ ყურადღებას არ აქცევენ. ლიზა და ნიკეზი  ცეკვას იწყებენ. ამ დროს კოლენი მეგობარ გოგონებს ნიკეზის მოტყუებას ავალებს, თვითონ კი მის ადგილს იკავებს. მარცელინა მათ  აშორებს.  ლიზა  ხელიდან უსხლტება მარცელინას და ცეკვას სთხოვს.  მარცელინა ყოყმანობს, თუმცა თხოვნას თანხმდება. მოულოდნელად ამოვარდება ქარი,  ისმის ქუხილი, გაწვიმდება. ყველანი იმალება. სულელი ნიკეზი ველზე დარბის,  მოვარდნილი ქარი მას ჰაერში აიტაცებს. როგორც იქნა, ლიზა და კოლენი ერთად არიან, თუმცა მარცელინა აქაც ჩნდება.
 
მეორე მოქმედება
სურათი პირველი
 
წვიმისგან დასველებული მარცელინა და ლიზა ოთახში შემოდიან და ქსოვას იწყებენ. ამ დროს ფანჯარაში კოლენი გამოჩდება. ლიზა ცდილობს, რომ დედამ კოლენი ვერ შეამჩნიოს და ცეკვას იწყებს. შემოდიან მეგობრები და ოთახში  თივის კონებს აწყობენ. ისინი ლიზას ბაზარში წასასვლელად ეპატიჟებიან. მარცელინა არ უშვებს ლიზას და ოთახში გამოამწყვდევს. განაწყენებული ლიზა  მარტო რჩება, ოცნებობს საკუთარ ოჯახზე და შვილებზე. მოულოდნელად თივის კონებიდან  კოლენი ამოძვრება, რომელიც ოთახში, მეგობრებთან ერთად, შეუმჩნევლად შემოიპარა. ლიზა შეცბუნებულია, რადგან  კოლენმა მისი აზრები გაიგო. კოლენი უხსნის, რომ ოთახში  მხოლოდ მისი ნახვის მიზნით შემოიპარა. ლიზა  მას პატიობს, ყმაწვილი კი შერიგების ნიშნად ყელსახვევს ჩუქნის. ისმის კარის გაღების ხმა. შეშფოთებული ლიზა კოლენს საკუჭნაოში მალავს. ბაზრიდან დაბრუნებული მარცელინა ლიზას ყელზე გაკეთებულ ახალ ყელსახვევს ამჩნევს, ბრაზდება და დასჯის მიზნით მას იმავე საკუჭნაოში კეტავს.
შემოდიან მიშო, ნიკეზი და ნოტარიუსი, რომლებმაც ლიზასა და ნიკეზს შორის ქორწინების კონტრაქტი უნდა გააფორმოს. მარცელინა სიხარულით ხვდება ლიზას მეგობრებს  და საქორწინო კონტრაქტს აჩვენებს. დასჯილი ლიზას გამოსაყვანად მარცელინა ნიკეზს საკუჭნაოს გასაღებს აძლევს. ყველასათვის გასაოცრად საკუჭნაოდან ხელჩაკიდებული ლიზა და კოლენი გამოდიან.
აღშფოთებული მიშო მარცელინას კონტრაქტს გამოსტაცებს, ფეხით გათელავს, ნიკეზს ხელს დაავლებს და სახლს ტოვებს. გულწასული მარცელინა გონს მოდის, ბრაზობს. მეგობრები მას ლიზასა და კოლენის ქორწინებაზე თანხმობას სთხოვენ. მარცელინა იძულებულია დათანხმდეს.
 
მეოთხე სურათი
ყველანი ლიზას და კოლენის ქორწილისთვის ემზადებიან. მარცელინა ლამაზ კაბაშია გამოწყობილი. გლეხები და მეგობრები მხიარულად ცეკვავენ. გამოჩნდებიან  ახალდაქორწინებულები.
სოფელ ობერჟინში ზეიმი იწყება...


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი