State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
 
ვერდის ფესტივალი საქართველოში
 
23 აგვისტო, 2019 წელი
ბლექ სი არენა
 
ჯუზეპე ვერდი

აიდა
ოპერა ოთხ მოქმედებად

ლიბრეტოს ავტორი: ანტონიო გისლანცონი

ეგვიპტის მეფე - დეიან ვაჩკოვი
ამნერისი, მისი ასული - დანიელა ბარჩელონა
აიდა, ეთიოპიელი მონა - სუზანა ბრანკინი
რადამესი, სასახლის დაცვის კაპიტანი - სერხიო ესკობარი
რამფისი, უმაღლესი ქურუმი - გიორგი ანდღულაძე
ამონასრო, ეთიოპიის მეფე - გაბრიელე ვივიანი
უმაღლესი ქურუმი ქალის ხმა - გონჯა დოგანი
მაცნე - ფილიპო მიკალე
 
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
 
თეატრის მთავარი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე
 
დირიჟორი - პიერ ჯორჯო მორანდი
რეჟისორი  და განათების მხატვარი - ენრიკო სტინკელი
სცენოგრაფი - ჯუზეპე დე ფილიპი
კოსტიუმების დიზაინერი - კარლა გალერი

რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ხათუნა ბედელაძე, ლელა გვარიშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი - თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები – ეკატერინე გელაშვილი, მარინა ბურჭულაძე


დეკორაცია და კოსტიუმები დამზადებულია არენა დი ვერონას ფონდის სახელოსნოში


სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე
 
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ფესტივალი ტარდება პროგრამის „საქართველო, ევროპა“ ფარგლებში
ვერდის ფესტივალი საქართველოში

არენა დი ვერონას სპექტაკლი ბლექ სი არენაზე!


 
შინაარსი

პირველი მოქმედება
 პირველი სცენა. მემფისი, ფარაონის სასახლის დარბაზი
ახალგაზრდა მეომარი რადამესი უმაღლესი ქურუმის, რამფისისაგან იგებს, რომ აჯანყებული ეთიოპია ეგვიპტის წინააღმდეგ შეტევას ამზადებს. ახლა ღვთისმსახური ფარაონთან მიიჩქარის, რათა მას იმ რჩეულის სახელი აცნობოს, რომელიც ქალღმერთ ისიდას ნებით ჯარებს წარუძღვება. რადამესი იმედოვნებს, რომ სარდლად სწორედ მას დანიშნავენ და ომში გამარჯვება შესაძლებლობას მისცემს, აიდა - ფარაონის ასულის, ამნერისის ეთიოპიელი მხევალი - გაათავისუფლოს და იქორწინოს მასზე.
 ამნერისი საიდუმლოდ ინახავს რადამესისადმი თავის სიყვარულს, მაგრამ მეტოქის არსებობას გრძნობს და ხვდება, რომ ეს აიდაა.
 ფარაონი სასახლეში შეკრებილთ აცნობებს, რომ ისიდას რჩეული რადამესია.  გარშემომყოფნი პატრიოტულ ჰიმნს ასრულებენ და რადამესს უსურვებენ გამარჯვებით დაბრუნებას. ბედნიერი სარდალი, ქურუმებთან ერთად, კორონაციის რიტუალის აღსასრულებლად ტაძარში მიემართება.
 მარტო დარჩენილი აიდა ღმერთებს წყალობას ევედრება. არავინ იცის, რომ იგი ეთიოპიის ამბოხებული მეფის, ამონასროს ქალიშვილია. მას არ შეუძლია არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ, მამასა და სამშობლოს, მეორე მხრივ კი - სიყვარულს შორის.
 
მეორე სცენა. ვულკანის ტაძარი
ქურუმი ქალები ღმერთ ფთას ადიდებენ. სანამ ისინი რიტუალურ ცეკვას ასრულებენ, ქურუმები აკურთხებენ რადამესს. რამფისი მას ეგვიპტის დაცვას ავალებს.
 

მეორე მოქმედება
პირველი სცენა. ამნერისის პალატები
 
აჯანყებული ეთიოპია დამარცხდა და ახლა ამნერისი რადამესის დიდებით დაბრუნებას ელის. მონები ართობენ მეფის ასულს.
 შემოდის აიდა. ამნერისი გადაწყვეტს გამოსცადოს ის და მის ქცევას დააკვირდეს: ჯერ აცნობებს, რომ რადამესი ბრძოლაში დაიღუპა, შემდეგ გამოუცხადებს, რომ შეცდა და სარდალი ცოცხალია. აიდას რეაქცია ფარაონის ასულს საბოლოოდ არწმუნებს, რომ მისი მეტოქე მისივე მონა ქალია. განრისხებული ამნერისი იფიცებს, რომ შურს იძიებს და აიძულებს აიდას, მასთან ერთად დაესწროს მოახლოებულ ტრიუმფს.
 
მეორე სცენა. თებეს დიდი კარიბჭე
ფარაონი თავისი ამალით, და ამნერისი თავისი მონების თანხლებით, რომელთა შორის აიდაცაა, თვალს ადევნებენ რადამესისა და მისი რაზმების ტრიუმფალურ დაბრუნებას და  საზეიმო მსვლელობას. ჯარს უკან ეთიოპიელი ტყვეები მოჰყვებიან. მათ შორისაა აიდას მამა, დამარცხებული ეთიოპიის მეფე ამონასრო, რომელიც ქალიშვილს ანიშნებს, არ გასცეს მისი ნამდვილი ვინაობა.
 ამნერისი გამარჯვებულ სარდალს თავზე დაფნის გვირგვინს ადგამს, ფარაონი კი ნებისმიერი სურვილის შესრულებას აღუთქვამს.
 ამონასრო, როგორც ერთ-ერთი მეთაური, ეგვიპტის მბრძანებელს წარუდგება და სთხოვს, შეიწყნაროს მის მიერ ძლეული ხალხი, რამფისი და ქურუმები კი ურჩევენ, არ გამოიჩინოს მოწყალება. რადამესის სურვილიც ტყვეების სასიკვდილო განაჩენის თავისუფლებით შეცვლაა. ფარაონი თანხმდება, ოღონდ მოითხოვს, აიდა და მამამისი სასახლეში მშვიდობის ნიშნად  დარჩნენ; შემდეგ კი, საზეიმოდ აცხადებს რადამესს მის მემკვიდრედ და ამნერისის მომავალ ქმრად.

 
 მესამე მოქმედება
 ნილოსის სანაპირო
ნილოსის ნაპირებზე მშვენიერი, მთვარიანი ღამეა. ქურუმი ქალების მშვიდი, ნაზი გალობა მოისმის ისიდას ტაძრიდან, სადაც რამფისი და ამნერისი სალოცავად შევიდნენ. ამავე ადგილას სთხოვა შეხვედრა რადამესმა აიდას და ისიც აქაა; შეყვარებულის ლოდინში იგი გაცრუებულ იმედებსა და ლამაზ სამშობლოზე დარდობს, რომლის ნახვაც აღარ უწერია.
უეცრად ჩნდება ამონასრო. მან აიდას საიდუმლო ამოიცნო და მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი აქ ახალგაზრდა ეგვიპტელ სარდალთან შესახვედრადაა მოსული. ამონასრო ცდილობს  მოვალეობის გრძნობა გაუღვივოს მას და მოსთხოვს,  რადამესისგან გაიგოს, თუ რომელი გზით გაემართება ეგვიპტის ჯარი ეთიოპიაზე კვლავ თავდასასხმელად. 
რადამესი შემოდის და აიდას მათ მომავალ ბედნიერ ცხოვრებაზე ესაუბრება, მაგრამ აიდამ კარგად იცის, რა ძალაუფლების მფლობელია ამნერისი, რომ მისი შურისძიება არ დააყოვნებს  და ორივეს დაატყდება თავს.  იგი გაქცევას სთავაზობს შეყვარებულს, რომელიც, ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ თანხმდება და ჯარის ადგილსამყოფელსა და მარშრუტსაც ამხელს. სამალავიდან ამონასრო ჩნდება და თავის ნამდვილ ვინაობას გააცხადებს. როგორც კი შეძრწუნებული რადამესი ჩადენილს აცნობიერებს, ტაძრიდან უმაღლესი ქურუმი და ამნერისი გამოდიან, რომელთაც ყველაფერი გაიგონეს. ამაოდ ევედრება აიდა რადამესს, გაჰყვეს მას და მამამისს. საბოლოოდ, ისინი სიბნელეში უჩინარდებიან, მოღალატე სარდალი კი ამნერისსა და რამფისს ბარდება.
 
 
მეოთხე მოქმედება
პირველი სცენა. დარბაზი მეფის სასახლეში
სასოწარკვეთილი ამნერისი რადამესის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ  იგი თანახმაა დაისაჯოს, რაკი გაიგო, რომ აიდამ და ამონასრომ მდევრებს თავი დააღწიეს. უმაღლესი ქურუმი რადამესს ბრალს სდებს ღალატისთვის და ფარაონის ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის. ყოფილი სარდალი თავის დაცვაზე უარს ამბობს და მას ცოცხლად დამარხვას მიუსჯიან. ამაოდ ემუდარება ამნერისი ქურუმებს, მოწყალება გამოიჩინონ, და როცა რადამესს გაიყვანენ, წყევლის მათ სისასტიკეს.
 
მეორე სცენა.
ქვედა ნაწილი წარმოადგენს ვულკანის ტაძრის მიწისქვეშეთს, ჯურღმულს; ზემოთ - ტაძრის ინტერიერია.
ქურუმები ბეჭდით დაახშობენ მიწისქვეშეთის შესასვლელს, რომელშიც რადამესია გამოკეტილი. მარტო დარჩენილი, იგი იმედოვნებს, რომ აიდა ბოლოსდაბოლოს უსაფრთხოდაა.
 უეცრად, სიბნელეში იკვეთება სილუეტი და რადამესს ნაცნობი ხმით წარმოთქმული თავისი სახელი ესმის. ეს აიდაა, რომელიც ჯურღმულში წინასწარ დამალულა, რათა რადამესის ბედი გაიზიაროს. შეყვარებულები ემშვიდობებიან დედამიწას - სევდის ველს - და ერთად ყოფნით ნეტარნი,  აღსასრულს ელოდებიან. ზემოთ კი, ტაძარში, მგლოვიარე ამნერისი რადამესის სულს ავედრებს ქალღმერთ ისიდას.
 
 
 


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი