State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 168

22 დეკემბერი, 2019 წელი
 
ჯუზეპე ვერდი
მაკბეტი
ოპერა ოთხ მოქმედებად

 ლიბრეტოს ავტორი: ფრანჩესკო მარია პიავე
 
პრემიერა: 1847 წლის 14 მარტი, Teatro della Pergola, ფლორენცია
პრემიერა საქართველოში: 1868 წლის 10 თებერვალი, თბილისის ოპერის თეატრი

მაკბეტი, დუნკანის ჯარის სარდალი - მამუკა ლომიძე
ბანკო – დუნკანის ჯარის სარდალი - ლევან მაკარიძე
ლედი მაკბეტი – მაკბეტის ცოლი - ხათუნა ჭოხონელიძე
ლედი მაკბეტის მხლებელი - ირინა შერაზადიშვილი
მაკდუფი, შოტლანდიელი წარჩინებული, ფაიფის ბატონი - ალექსანდრე თიბელიშვილი
მალკოლმი – დუნკანის შვილი - ფილიპე ღაჭავა
ექიმი - გიორგი გოდერძიშვილი
მაკბეტის მსახური - ტარიელ ჭიჭინაძე
მკვლელი - ტარიელ ჭიჭინაძე
მაცნე - დავით ჭყონია
მოჩვენებები - თამარ აფციაური, დავით ჭყონია

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
 
თეატრის მთავარი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე
 
დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი მარტინს ოზოლინსი
დამდგმელი რეჟისორი დანიელე აბადო
დამდგმელი რეჟისორის ასისტენტი ბორის სტეტკა
სცენოგრაფი გრაციანო გრეგორი
კოსტიუმების მხატვარი კარლა ტეტი

რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ხათუნა ბედელაძე, ლელა გვარიშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი  – თამარ ჩარგეიშვილი
მთავარი გრიმიორი – ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე

პარმის ვერდის ფესტივალის 2018 წლის პროდუქცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
ჯუზეპე ვერდი ხვდება უილიამ შექსპირს.

შუა საუკუნეების პირქუში შოტლანდიური ტრაგედია თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ცოცხლდება.
შინაარსი

პირველი მოქმედება

შოტლანდია, 1040 წელი.
საშინელ ჭექა-ქუხილში, ტყეში, შოტლანდიის მეფე დუნკანის სარდლები, მაკბეტი და ბანკო კუდიანებს ხვდებიან. გრძნეულები მაკბეტს ესალმებიან, ჯერ, როგორც კავდორის ბატონს, შემდეგ კი - როგორც მეფეს. ბანკოს ისინი მეფეთა მშობელს უწოდებენ და ქრებიან. ეს უცნაური წინასწარმეტყველება ორივე მამაკაცს დაბნეულობით და იდუმალი სიხარულით ავსებს.
 
შემოდიან მეფის მაცნეები. ისინი მაკბეტს აუწყებენ, რომ კავდორის ბატონს სული ხუნდებში აღმოხდა და ახლა, მეფის ბრძანებით, მაკბეტია კავდორის მბრძანებელი.
მაკბეტი და ბანკო ხვდებიან, რომ კუდიანებმა სიმართლე თქვეს. მეფობის მოლოდინი მაკბეტს საშინელ ფიქრებს, ბანკოს კი ეჭვებს უღვივებს.
 
მაკბეტის ციხე-დარბაზში ლედი მაკბეტი ქმრის წერილს კითხულობს, რომელშიც კუდიანებთან შეხვედრა და მათი წინასწარმეტყველებაა აღწერილი.
 
შემოდის მსახური და ლედის მოახსენებს, რომ ღამით მეფე, მაკბეტის თანხლებით, სტუმრად აპირებს მოსვლას. ეს ამბავი ლედის გონებაში ჯოჯოხეთურ აზრს ბადებს, რომელზეც, ის ახლახან დაბრუნებულ ქმარს მიანიშნებს.
 
მეფის პატივსაცემად გამართული ნადიმის შემდეგ, მაკბეტი თავის ფიქრებთან მარტო რჩება. მას უკვე ელანდება თავისი ბოროტმოქმედების საზარელი სურათები, თუმცა, განზრახვის შეცვლას არ აპირებს.
 
მეფის მკვლელობის აღსრულების შემდეგ, უკან მობრუნებულ, გონებაამღვრეულ მაკბეტს თავის ოთახში ცოლი ხვდება და აიძულებს, სისხლიანი ხანჯალი მკვლელობის ადგილას დააბრუნოს, ხოლო მცველები სისხლით გათხვაროს, რათა მკვლელობა მათ დაბრალდეს. მაკბეტი ვეღარ ბედავს უკან დაბრუნებას. მაშინ, ლედი საკუთარ თავზე იღებს საქმის დამთავრებას.
 
კარზე ბრახუნია. დანაშაულის დაფარვის მიზნით, მაკბეტი და ლედი მაკბეტი იქაურობას სასწრაფოდ შორდებიან.
დილაადრიან, მეფის გასაღვიძებლად მოსული მაკდუფი და ბანკო დუნკანს სასტიკად მოკლულს პოულობენ. მათ ყვირილზე, ყველა თავს იყრის და წყევლას უთვლის მეფის მკვლელს.
 
მეორე მოქმედება
ლედი მაკბეტი და მაკბეტი მის მომავალ მეფობაზე ბჭობენ. დუნკანის შვილი, რომელსაც მამის მკვლელობა დააბრალეს, ინგლისში გაიქცა. ახლა, მაკბეტს კუდიანების ის წინასწარმეტყველება აღელვებს, რომლის მიხედვითაც, მეფეთა მშობლად ბანქოა დასახელებული, რაც ნიშნავს, რომ სისხლი კვლავ, დაუყოვნებლივ დასაღვრელია.
ღამით, ბანქო, რომელმაც საფრთხე იგრძნო, თავის შვილს, ფლეანსს აცილებს. ისინი მკვლელებს გადაეყრებიან. ფლეანსი გაქცევას ახერხებს, ბანკო კი მათი მსხვერპლი ხდება.
 
მაკბეტი და ლედი მაკბეტი ნადიმს მასპინძლობენ. მხიარულებისას მკვლელი შემოიხედავს. მაკბეტი მისგან იგებს, რომ ბანკო მკვდარია, ხოლო შვილი გაიქცა. უკან დაბრუნებული მაკბეტი აცხადებს, რომ ბანკომ ნადიმზე მოსვლა გადაიფიქრა და ამიტომ, მის სკამზე თავად დაჯდება. მაგრამ, როცა დასაჯდომად მიემართება, ბანქოს აჩრდილი, რომელსაც მხოლოდ მაკბეტი ხედავს, იკავებს ცარიელ სკამს. ლედი ცდილობს, მაკბეტის საშინელი რეაქციით გამოწვეული საყოველთაო გაოგნებიდან სტუმრებს ყურადღება კვლავ ნადიმზე გადაატანინოს, მაგრამ, აჩრდილი კვლავ და კვლავ ჩნდება. ლედი ჩუმად საყვედურობს ქმარს.
 
სტუმრები იშლებიან. დაეჭვებული მაკდუფი გადაწყვეტს ქვეყანა დატოვოს, რადგან იგი უკვე ავაზაკთა ბუდედ იქცა.
 
 
მესამე მოქმედება
ბნელი გამოქვაბული. შუაში, მოთუხთუხე ქვაბს კუდიანები შემოხვევიან. ქუხს და ელავს. კუდიანები თავიანთ საზარელ ნარევს ხარშავენ და მათ მბრძანებელს, ჰეკათას ელიან.
სცენა ივსება სულებით, ეშმაკებითა და კუდიანებით, რომლებიც ქვაბის გარშემო ფერხულს უვლიან. შემოდის ღამისა და გრძნეულთა ქალღმერთი ჰეკათა, რომელსაცAყველანი თაყვანისცემით და თრთოლვით შესცქერიან.
 
ჰეკათა ეუბნება კუდიანებს, რომ იცნობს მათ საქმიანობას და იცის რისთვისაც უხმეს აქ. ყველაფერს ყურადღებით აკვირდება, შემდეგ კი აცხადებს, რომ მალე აქ მოვა მაკბეტი თავისი ბედის შესატყობად და საჭიროა მისი წადილის ასრულება. თუკი მაკბეტს მოლანდებებმა ძალა წაართვეს, საჭიროა გახდება ჰაერის სულთა გამოხმობა და მისთვის ახალი ძალის შთაბერვა, ოღონდ ისე, რომ ამან არ დააბრკოლოს მაკბეტის საბოლოო და გარდაუვალი დაღუპვა.
 
ბრძანებების გაცემისთანავე, ჰეკათა ჭექა-ქუხილში გაუჩინარდება. იწყება ჯოჯოხეთური ფერხული ქვაბის გარშემო, რომელიც მხოლოდ მაკბეტის გამოჩენისას წყდება.
შოტლანდიის მეფე თავისი ბედ-იღბლის შესატყობად, კუდიანებთან თავისი ფეხით მოვიდა. ისინი ყველაზე ძლიერ სულებს მოუხმობენ.
ქვესკნელიდან ამოდის მუზარადიანი თავის მოჩვენება. მისი წინასწარმეტყველება მაკდუფს ეხება. მაკბეტი მას უნდა უფრთხილდეს.
 
გასისხლიანებული ბავშვის მოჩვენება აუწყებს, რომ ქალის ნაშობი მას ვერავინ მოერევა.)
მესამე მოჩვენებაა ბავშვი, თავზე გვირგვინით, ხელში - შტოთი. მისი სიტყვები საბოლოოდ ანუგეშებს მეფეს: მისი ძლიერება არ შეირყევა, სანამ ბირნამის ტყე არ დაიძვრის და მასთან არ მივა.
 
კუდიანების გაფრთხილების მიუხედავად, მაკბეტი არ ცხრება. ახლა ბანქოს მემკვიდრეების მომავალი აინტერესებს. დაიკავებენ თუ არა ისინი მის ტახტს? გაისმის გუდასტვირის ხმა. ერთმანეთის მიყოლებით ჩაივლის რვა მეფე - ეს ბანკოს შთამომავლობაა. სულ ბოლოს ბანქო მოდის, რომელსაც ხელში სარკე უპყრია. დარწმუნებული იმაში, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდება, მაკბეტი გონს კარგავს.
ჩამოდიან სულები და მაკბეტის ირგვლილ ფერხულს უვლიან, კუდიანები - მღერიან. შემდეგ კი ყველა გაუჩინარდება.
 
გონს მოსულ მაკბეტს მაცნე ლედი მაკბეტის მოსვლას ამცნობს. მომხდარის შეტყობის შემდეგ, ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, ბოლომდე ამოჟლიტონ ბანკოს და მაკდუფის ოჯახები.
 
 
მეოთხე მოქმედება
ბირნამის ტყე შოტლანდიისა და ინგლისის საზღვარზე.  აქ დგანან შოტლანდიელი ლტოლვილები: კაცები, ქალები, ბავშვები. დამწუხრებული მაკდუფი განზე გამდგარა, ის თავის დახოცილ ცოლ-შვილს გლოვობს და შურისძიებას ნატრობს.
დაფდაფის ხმაზე შემოდის დუნკანის მემკვიდრე მალკოლმი, რიმელიც ინგლისელთა ჯარს მოუძღვის. ის ჯარისკაცებს დაავალებს, თითოეულმა დაიკავოს ხელში ხის ტოტი
და მას უკან ამოეფაროს.
მაკდუფი და მალკოლმი შეთანხმდებიან, ერთად იბრძოლონ მაკბეტის წინააღმდეგ.
         
მაკბეტის ციხე-დარბაზში, ღამით, ექიმი და ლედი მაკბეტის მხლებელი ქალი ხმადაბალი საუბრიდან ვიგებთ, რომ ქალბატონი ავადაა და განუწყვეტლივ ბოდავს.
შემოდის ლედი მაკბეტი, მთვარეული, სანთლით ხელში; სანთელს დადებს და ხელებს ისრესს, თითქოს რაღაცის ჩამობანვა სურს. მის ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზებში მათი ბოროტმოქმედებები ცოცხლდებიან, წარმოსახვაში კი, ვერაფრით იცილებს ხელებიდან ადამიანის სისხლის ლაქებს.
შემოდის აღელვებული მაკბეტი. ქვეშევრდომებისგან ზურგშექცეული ის კვლავ წინასწარმეტყველებების იმედზეა. შემორბის ლედი მაკბეტის მხლებელი ქალი: ლედი გარდაიცვალა.
 
მაკბეტი ზიზღნარევი გულგრილობით ხვდება ამ ამბავს. შემოდიან ჯარისკაცები. და საშინელი ამბავი მოაქვთ: ბირნამის ტყემ ფეხი აიდგა!
 
გაოგნებული მაკბეტი იარაღს ისხამს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ებმება.
შიგნიდან მოისმის საყვირების ხმა. ბორცვებითა და ჭალით გარშემორტყმულ ველზე ინგლისელი ჯარისკაცები დგანან, რომლებსაც ხელში ხის ტოტები უჭირავთ და მას ამოფარებულნი ნელ-ნელა მოიწევენ წინ. მათ მალკოლმი და მაკდუფი მოუძღვით.
ბრძოლის ველზე მაკდუფი მაკბეტს, მისი შვილების მკვლელს გაედევნება. მაკბეტი მიახლის, მისი შურისძიება უშედეგოა, რადგან ვერას დააკლებს მას დედაკაცის ნაშობი.
„ნაშობი არ ვარ: ამომგლიჯეს დედის მუცლიდან!“ - ესმის საზარელი პასუხი. თავზარდაცემული მაკბეტი ხმალამოღებული ეკვეთება მტერს. მებრძოლები თვალს მიეფარებიან.
 
შემოდიან შოტლანდიელი ქალები. ისინი თავიანთი შვილებისა და ქმრებისათვის ლოცულობენ. ბრძოლა გრძელდება. მაკბეტი დაეცემა. მაკდუფი შორს გადის.
შემოდის მალკოლმი, რომელსაც მოჰყვებიან ინგლისელი ჯარისკაცები, ბარდები, ხალხი. მაკდუფი მათ მკვდარ მაკბეტზე მიუთითებს.
 
ხალხი, მისივე თაოსნობით, ნდობას უცხადებს ახალ მეფეს, მალკოლმს, რომელიც ქვეყნის წინაშე საზეიმოდ იფიცებს, რომ გამარჯვების სიხარული გაგრძელდება სამარადისოდ!
 


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი