State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 168
 
15 აპრილი, 2020

ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო
 
ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების დადგმა განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან თანამშრომლობით და შეესაბამება ბალანჩინის სტილსა©  და ბალანჩინის ტექნიკას© .
 
იგორ სტრავინსკი
აპოლონ მუსაგეტი
დამდგმელი ბალეტმაისტერები: ბარტ კუკი, მარია კალეგარი
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე
საბალეტო დასი მადლობას უხდის მერილინ ბურბენკს, “Mirella Dancewear” პრეზიდენტს, „აპოლონ მუსაგეტის“ კოსტიუმების გადმოცემისათვის
 
მსოფლიო პრემიერა შედგა 1928 წლის 12 ივნისს, პარიზში, სარა ბერნარდის თეატრში
პრემიერა თბილისში გაიმართა 2005 წლის 20 მაისს
 
 ხანგრძლივობა: 30 წუთი
 
კონჩერტო ბაროკო
 
მუსიკა: იოჰან სებასტიან ბახი. კონცერტი ორი ვიოლინოსა
და ორკესტრისათვის რე მინორი, BWV 1043
დამდგმელი ბალეტმაისტერი: ბარტ კუკი
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია
ვიოლინოს პარტიები: ლელა მჭედლიძე, ნინო ციტაიშვილი 

 
მსოფლიო პრემიერა შედგა 1941 წლის 27 ივნისს, რიო დე ჟანეიროში
 პრემიერა თბილისში გაიმართ 2014 წლის 23 მაისს
 
ხანგრძლივობა: 18 წუთი
 
სიმფონია დო მაჟორი
 
მუსიკა: ჟორჟ ბიზე, სიმფონია № 1
 
დამდგმელი ბალეტმაისტერი: ბენ ჰაისი
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია
კოსტიუმების მხატვარი: ნინო ანანიაშვილი
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
დირიჟორი: დავით მუქერია
 
  მსოფლიო პრემიერა შედგა პარიზის ოპერაში 1947 წლის 28 ივლისს
 პრემიერა თბილისში გაიმართ 2015 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში
 
ხანგრძლივობა: 40 წუთი
 
 ბალეტის   ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
აპოლონ მუსაგეტი
 
„აპოლონი“ ჯორჯ ბალანჩინმა იგორ სტრავინსკის მუსიკაზე 1928 წელს, დიაგილევის დასისათვის დადგა. ბალეტი ხელოვნების და სილამაზის დიად ძალას უმღერის. ზევსისა და ლეტოს ვაჟი - აპოლონი ეუფლება ცეკვისა და არფაზე დაკვრის ხელოვნებას, რაშიც მას სამი მუზა: კალიოპე - ეპიკური პოეზიის მუზა, პოლიჰიმნია - ჰიმნების, სახოტბო პოეზიის, სიტყვის, პანტომიმის მუზა და ტერფსიქორე - ცეკვის მუზა ეხმარებიან, რომლებიც ეპაექრებიან ერთმანეთს ცეკვაში. მაგრამ მხოლოდ აპოლონს შეუძლია იდეალური სრულყოფილება. ამ ბალეტის დადგმით 24 წლის ბალანჩინმა  საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და თანამშრომლობა დაიწყო იგორ სტრავინსკისთან, რომელიც მთელი მისი შემოქმდებითი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა. „აპოლონ მუსაგეტი“  ბალანჩინს საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაში შემობრუნების წერტილად მიაჩნდა.
 
 
კონჩერტო ბაროკო
 
Concerto Barocco  შესახებ ბალანჩინი ამბობდა: „თუკი ქორეოგრაფი კლასიკური ცეკვის განვითარებაში მუსიკის განვითარების შესაბამისობას ხედავს და ორივე შესწავლილი აქვს, ის დიადი მუსიკალური ნაწარმოებიდან მუდმივ შთაგონებას მიიღებს“.
 
ბალეტის პირველ ნაწილში ორი ბალერინა ვიოლინოს განასახიერებს, რვა მოცეკვავე ქალი კი მათ კომპანიას უწევს. მეორე ნაწილში მამაკაცი მოცეკვავე წამყვან ბალერინებს პა დე დე-ში უერთდება. ფინალურ ალეგროში კი ანსამბლის სრული შემადგენლობა ბახის მუსიკის ცვალებად ხასიათს და რითმულ სიცოცხლისუნარიანობას გამოხატავს.
 
Concerto Barocco თავდაპირველად ბალანჩინი ამერიკის საბალეტო სკოლაში რეპეტიციებისთვის იყენებდა; ის „ამერიკის საბალეტო ქარავანის“ ანსამბლმა სამხრეთ ამერიკის ისტორიულ ტურნეზე წარმოადგინა, მოგვიანებით კი მონტე კარლოს რუსული ბალეტის რეპერტუარის ნაწილი გახდა. 1951 წელს ბალანჩინმა თავდაპირველი კოსტიუმები შეცვალა და მოცეკვავეები სავარჯიშო სამოსში გამოაწყო, რაც ალბათ თანამედროვე ბალეტებში მის მიერ გამოყენებული კოსტიუმების პირველი მაგალითი იყო. 1948 წლის 11 ოქტომბერს  Concerto Barocco  „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველ პროგრამაში შეტანილი სამი ბალეტიდან ერთ-ერთი იყო.
 
 
 
სიმფონია დო მაჟორი
 
 „სიმფონია დო მაჟორი“ ბიზემ პარიზის კონსერვატორიაში შარლ გუნოსთან სწავლის დროს, 17 წლის ასაკში შექმნა. ხელნაწერი ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ 1933 წელს, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში აღმოჩენის შემდეგ გამოქვეყნდა. ბალანჩინმა დაკარგული პარტიტურის შესახებ პირველად იგორ სტრავინსკისაგან შეიტყო. ქორეოგრაფს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა პარიზის ოპერის საბალეტო დასთან ბიზეს სიმფონიაზე ერთმოქმედებიანი ბალეტი დაედგა, რომელსაც „ბროლის სასახლე“ უწოდა. ბალეტის პრემიერა 1947 წელს გაიმართა, იმ პერიოდში, როდესაც ბალანჩინი გრანდ ოპერის მიწვეულ ბალეტმაისტერად მუშაობდა. მომდევნო წელს ბალეტი ბალანჩინმა „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველივე პროგრამაში შეიტანა სადაც მან დეკორაციებიც და კოსტიუმებიც გაამარტივა და სახელწოდებაც შეუცვალა. ამ დღიდან ბალეტს  Symphony in C  ეწოდება.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი