State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
საქართველოს სახელმწიფო ოპერა
სეზონი 164

ჯუზეპე ვერდი

ატილა
ოპერა ორ მოქმედებად
 
ატილა - ჯოვანი ბატისტა პაროდი
ეციო - კარმელო კორადო კარუზო
ოდაბელა - კიარა ტაიჯი
ფორესტო - ოთარ ჯორჯიკია
ულდინო - თამაზ საგინაძე
ლეონე - ტარიელ ჭიჭინაძე
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი
 
მთავარი ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი - შალვა შაორშაძე
 
დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი (საპატიო დირიჟორი)
დამდგმელი რეჟისორები - დავით საყვარელიძე, ჟან ლუი გრინდა
რეჟისორის ასისტენტი - ხათუნა ბედელაძე
დამდგმელი მხატვარი - ჟან პიერ კაპეირონი
მხატვარი - დავით მონავარდისაშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი - ამირან ანანიაშვილი
მთავარი გრიმიორი - ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე - გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - ეკატერინე გელაშვილი
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორის ასისტენტი - მარინა ბურჭულაძე
 
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი
 
 
დასაწყისი 20.00 საათზე
ოპერა „ატილა“ ჯუზეპე ვერდის შემოქმედების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. ლიბრეტოს ავტორებმა, თემისტოკლე სოლერამ და ფრანჩესკო მარია პიავემ ლიტერატურულ საფუძვლად ცაჰარიას ვერნერის პიესა „ატილა, ჰუნების მეფე“ აიღეს.

ნაწარმოებში პატრიოტული და რომანტიკული მოტივები კვეთს ერთმანეთს. ჰუნების მრისხანე ბელადი ატილა იტალიაში ორმაგ მარცხს განიცდის: აგებს რომის დასაპყრობად წამოწყებულ ბრძოლას და კვდება ახალგაზრდა იტალიელი ქალის ხელით, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.

ოპერის პრემიერა შედგა 1846 წლის 17 მარტს ვენეციის თეატრში La fenice.

თბილისში პირველად 1860-61 წლების სეზონზე, ე.წ. ქარვასლის თეატრში, იტალიელი დირიჟორის, ანტონიო ტორეძელას ხელმძღვანელობით შესრულდა. 

XX საუკუნეში „ატილა“ საქართველოში არ დადგმულა.

მორიგი პრემიერა 2008 წლის 21 მარტს განხორციელდა. სადადგმო ჯგუფში შედიოდნენ: ზაზა აზმაიფარაშვილი (დამდგმელი დირიჟორი), დავით საყვარელიძე და ჟან ლუი გრინდა (დამდგმელი რეჟისორები), ჟან პიერ კაპეირონი (დამდგმელი მხატვარი) და დავით მონავარდისაშვილი (მხატვარი).

აღდგენილი „ატილას“ პრემიერა საქართველოს სახელმწიფო ოპერის
თეატრში 2016 წლის 1, 3 და 17 მარტს გაიმართება.


3 მარტის „ატილა“ფონდ „იავნანას“ და საქართველოს სახელმწიფო ოპერის ერთობლივი საქველმოქმედო სპექტაკლია. მასში, ოპერის სოლისტებთან ერთად, ფონდის მიერ მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. საქველმოქმედო სპექტაკლით შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებისა და წარჩინებული სტუდენტების თანადგომას მოხმარდება. 
პირველი მოქმედება
აკვილეიას ნანგრევები
 
ჰუნების მეფე ატილამ და მისმა ურდოებმა დაიპყრეს და ნანგრევებად აქციეს ქალაქი აკვილეია. ახლა ისინი გამარჯვებას ზეიმობენ და გაოცებულნი შესცქერიან ტყვე ქალთა ჯგუფს, რომელთაც ოდაბელა, აკვილეიას მოკლული მმართველის ასული მოუძღვება. ისინი მოვიდნენ, რათა მტერს გამოუცხადონ დაპყრობილი სამშობლოსადმი სიყვარული და ერთგულება. ოდაბელა საუბრობს იტალიელი ქალების გმირობაზე, რომლებიც მამაკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ მაშინ, როცა ბარბაროსი ქალები თავიანთ საზიდრებში ისხდნენ და შეტაკების მსვლელობისას მხოლოდ ცრემლებს ღვრიდნენ. ასეთი გაბედულებით მოხიბლული ატილა ოდაბელას წყალობას ჰპირდება. ქალი ითხოვს, ხმალი აჩუქონ, რომლითაც მამამისის მკვლელობისთვის ჰუნების ბელადზე შურისძიება განუზრახავს. ატილა მას საკუთარ ხმალს ჩუქნის.

რომაელი გენერალი ეციო გამარჯვებულ დამპყრობელს რომის იმპერიის დაყოფას სთავაზობს: „შენი იყოს თუნდაც მთელი სამყარო, მაგრამ იტალია დამიტოვე“ – ასეთია მისი პირობა.

განრისხებული ატილა უარით პასუხობს და უცხადებს, რომ უმალ რომს მიწასთან გაასწორებს, ვიდრე ამ პირობას დათანხმდება.
 
 
რიო ალტო, ადრიატიკის ყურე.
 
ზღვაზე აბობოქრებული ქარიშხალი ჩამდგარია. ყურეში ღუზაჩაშვებული გემებიდან აკვილეელი დევნილები ნაპირზე გადმოდიან. მათი წინამძღოლი, ახალგაზრდა, კეთილშობილი ფორესტო დატყვევებულ საცოლეზე, ოდაბელაზე დარდობს. მაგრამ, შემდეგ მხნეობას მოიკრებს და ახალი ქალაქის, მომავალი ვენეციის დაარსებას გადაწყვეტს.
 
 
რომის მისადგომები. ტყე ატილას ბანაკის მახლობლად
 
შურისძიებისათვის შესაფერისი მომენტის მომლოდინე ოდაბელა რომის მახლობლად, ჰუნების ბანაკში დარჩა. ის ახლა მარტოდმარტო დაეხეტება უკაცრიელ ნანგრევებში და გლოვობს მამას, რომელიც ატილამ მოკლა. გლოვობს დანიშნულსაც, რომელიც ასევე დაღუპული ჰგონია. უეცრად ტყიდან ფორესტო გამოდის. მტრის გარემოცვაში ოდაბელას ყოფნის გამო დაბნეული და გაბრაზებული ახალგაზრდა აკვილეელ ქალს თავისი ხალხის მიტოვებაში ადანაშაულებს.

ოდაბელა ფორესტოს ატილას ხმალს უჩვენებს და განზრახვას გაანდობს: ბიბლიური ივდითის მსგავსად, ის თავად აპირებს დამპყრობლის მოკვლას. არგუმენტები დამაჯერებელია და შერიგებული შეყვარებულები ერთმანეთს ეხვევიან.
 
 
ატილას კარავი
 
ატილას  ღამით საშინელი სიზმარი აღვიძებს, რომელსაც იქვე მყოფ ულდინოს უყვება: სიზმრში ის ჯარებით რომს იყო მიმდგარი. მოულოდნელად, საიდანღაც  მოხუცი კაცი გამოჩნდა, რომელმაც ატილა შეაჩერა და გააფრთხილა, აჯობებს უკანვე გაბრუნდეთ და არასოდეს ეცადოთ რომის აღებას, რადგან ატილა ამ ქალაქში – ღმერთების სამფლობელოში – უძლურიაო.

მზე ამოდის. დღის სინათლეზე ატილას სირცხვილი იპყრობს თავისი წამიერი შიშის გამო, ამიტომ გადაწყვეტს, რომზე გაილაშქროს. უეცრად მის ბანაკს  თეთრებში ჩაცმული ქალებისა და ბავშვების პროცესია უახლოვდება რომაელი ეპისკოპოსის, ლეონეს წინამძღოლობით. პროცესია ჰიმნს (Veni Creator Spiritus; მოვედინ სულო ცხოველმყოფელო) მღერის. ატილას კვლავ ესმის სიზმარში გაგონილი სიტყვები, რომელსაც ახლა ლეონე წარმოთქვამს. შეძრწუნებული, მასში იმ მოხუცს შეიცნობს, რომელმაც ის წუხელ, კოშმარულ სიზმარში გააფრთხილა.
 


მეორე მოქმედება
​

ეციოს ბანაკი.
 
თავის კარავში ეციო იმპერატორ ვალენტინიანის ბრძანებას კითხულობს: მან ჰუნებთან ზავის დადება უნდა მოახერხოს. გენერალი რომის სამხედრო ძლიერებას იხსენებს და სწუხს, რომ მისი დიდებულება უკვე დაკარგულია.

ჰუნების მეფე ეციოს თავის ბანაკში, საზეიმო ნადიმზე ეპატიჟება. ატილას მონებს შორის, რომლებმაც ეს მოწვევა მოიტანეს, რომაელი მაშინვე შეიცნობს გადაცმულ ფორესტოს. აკვილეელი რაინდი გენერალს თავის განზრახვას აცნობს და დახმარებას სთხოვს: ამაღამ ატილა უნდა მოკლას და ცეცხლის დანთებით ანიშნოს ეციოს,  უწინამძღოლოდ დარჩენილ ჰუნებს შეუტიოს. გახარებული ეციო პირობას დებს, რომ ნიშანს დაელოდება და იმოქმედებს.
 
 
ატილას ბანაკი
 
რომაელები, ეციოს მეთაურობით, ჰუნების საზეიმოდ მორთულ ბანაკში ალიანსის ხელახალი შეთავაზებით მოდიან. აქ ლხინი უკვე გაჩაღებულია. ოდაბელა ატილას მახლობლად დგას. მეფე სტუმრებს ზავის ხელმოსაწერად იწვევს. რამდენიმე დრუიდი ჩურჩულით უწინასწარმეტყველებს მას, რომ უცხოელთან ნადიმი საბედისწერო იქნება. ვიდრე უმაღლესი ქურუმი მხიარულ სიმღერას ასრულებს, უცაბედად ამოვარდნილი ქარი ჩირაღდნებს აქრობს. ყველა შეშინებულია. საერთო დაბნეულობისას ეციო ატილას ალიანსის პირობას ახსენებს, მაგრამ იგი კვლავ უარზეა. ფორესტო ამცნობს ოდაბელას, რომ მალე ულდინო ატილას მოწამლულ თასს მიაწოდებს. ქალი პასუხობს, რომ ბარბაროსი საკუთარი ხმლით უნდა განიგმიროს.

მას შემდეგ, რაც ჩირაღდნებს კვლავ აანთებენ, ატილა თასის მორთმევას ბრძანებს. ულდინოს მოაქვს თასი, მაგრამ ოდაბელა აფრთხილებს მეფეს, რომ მასში შხამია. განრისხებული მბრძანებელი მოითხოვს, დამნაშავემ ბრალი აღიაროს. გამოდის ფორესტო. ოდაბელას სურს, მას დაუთმონ მოღალატე. ატილა თხოვნას უსრულებს და აცხადებს, რომ ხვალ მასზე დაქორწინდება. ეციო იგებს, რომ ზავი დასრულებულია და იფიცებს, რომ გაანადგურებს მტერს. ულდინო კი,  მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის, ფორესტოს საუკუნო ერთგულებას აღუთქვამს.
 
 
 
ტყე
 
ფორესტო ულდინოსგან იგებს, ოდაბელა  ატილას ცოლობას აპირებს. ქალის აშკარა ღალატით განრისხებული, იგი მოუთმენლად ელის მტრის ბანაკიდან საქორწინო ცერემონიალის ხმების გაგონებას. ოდაბელა მამის აჩრდილს მის მკვლელთან ქორწინების გამო მას პატიებას ევედრება.

ულდინო მოდის და აკვილეელების წინამძღოლს ამცნობს, რომ ცერემონია უკვე დაიწყო. ფორესტო უბრძანებს მას, რომ ეციოს და მის რაზმებს შეტევის ნიშანი მისცეს.

შეტევისთვის მზადმყოფი ეციო რომაელთა ბანაკიდან ფორესტოსთან მოდის. ატილას კარვიდან საქორწინო ჰიმნი ისმის: ეს პატარძალი მიჰყავთ მასთან. მაგრამ, მოულოდნელად, ოდაბელა ტყეში ჩნდება თავისი საქციელის მიზეზებს ამხელს და ფორესტოს უმტკიცებს, რომ ძველებურად მხოლოდ ის უყვარს.

ატილა, რომელიც თავის ახალშერთულ ცოლს გამოედევნა, მას თავის მტრებს შორის ხედავს და მის ნამდვილ ჩანაფიქრსაც ხვდება. ამასობაში, რომაელები ჰუნების ბანაკს უტევენ. ფორესტომ სადაცაა ატილა უნდა მოკლას, მაგრამ ოდაბელა ერევა და მტერს მისივე ხმლით, თავად აყენებს სასიკვდილო დარტყმას.

რომაელი ჯარისკაცები ყოველი მხრიდან შემორბიან შეძახილებით, რომ ღმერთის, ხალხისა და იმპერატორისათვის შურისძიება აღსრულდა.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი