XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
ჯუზეპე ვერდი
დონ კარლოსი
საკონცერტო შესრულება
ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალების 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
ფილიპე II – ჯაკომო პრესტია (იტალია)
დონ კარლოსი – ჯუზეპე ჯიპალი (ალბანეთი)
როდრიგო – ანდრეა ბორგინი (იტალია)
დიდი ინკვიზიტორი – რამაზ ჩიკვილაძე
ელისაბედი – იანო ალიბეგაშვილი
ებოლი – ქეთევან ქემოკლიძე
ტებალდო – თეონა დვალი
ფრატე – გიორგი გოდერძიშვილი
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი
ქორმაისტერები: ავთანდილ ჩხენკელი, შალვა შაორშაძე
კონცერტმაისტერი – ვიქტორია ჩაპლინსკაია
დირიჟორი – ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი)
დირიჟორის ასისტენტი – კახი სოლომნიშვილი
პროექტის ავტორი: იანო ალიბეგაშვილი
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: ალექსანდრე კორსანტია
მხოლოდ ერთი დღით XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ და ოპერისა და ბალეტის თეატრი გიწვევთ
ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ საკონცერტო შესრულებაზე.
ნაწარმოების პრემიერა 1867 წლის 11 მარტს, Opéra de Paris-ში შედგა ოპერა მოგვითხრობს ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის ვაჟის, უფლისწულ დონ კარლოსის და ფრანგი მეფის ასულის, ელისაბედ ვალუას სიყვარულის ისტორიას.
შინაარსი.
ოპერის პირველი მოქმედება ფონტენბლოს ტყეში ვითარდება. პრინცესა ელისაბედ ვალუას გასაცნობად საფრანგეთში ინკოგნიტოდ ჩამოდის ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ს ვაჟიშვილი – დონ კარლოსი, რომელიც საფრანგეთის მეფის ასულს თავის ვინაობასა და მისდამი სიყვარულს გაუმხელს. სამწუხაროდ, მათი სასიხარულო შეხვედრა ხანმოკლე აღმოჩნდება. ელისაბედს ფილიპე II-ს საბოლოო გადაწ-ყეტილებას შეატყობინებენ. ესპანეთის მეფეს თავად სურს ელისაბედის ცოლად შერთვა. დონ კარლოსი და ელისაბედი ამ ამბით თავზარდაცემული არიან, თუმცა, ელისაბედი იძულებულია, დათანხმდეს ამ წინადადებას ორი ქვეყნის დაზავების აუცილებლობის გამო.
მეფე ფილიპე II ხვდება ვაჟიშვილს და ცოლის გრძნობების შესახებ ესაუბრება. ის ავალებს თავის ერთგულ ქვეშევრდომს, მარკიზ დე პოზას, რომ დედოფალ ელისაბედს თვალი არ მოაშოროს. მარკიზი, ამავდროულად, დონ კარლოსის ახლო მეგობარიცაა. პრინცესა ებოლი თავისი გრძნობების გამო ეჭვიანობს დონ კარლოსზე, რომელსაც არ განელებია სიყვარული დედოფალი ელისაბედის მიმართ. ებოლი გადაწყვეტს, შური იძიოს შეყვარებულებზე და მეფეს მათ წერილებს გაუგზავნის.
დონ კარლოსი გატაცებულია ფლანდრიის ესპანეთისგან გათავისუფლების იდეით. მასსა და მეფე ფილიპეს შორის დაძაბულობა და დაპირისპირება ღრმავდება. მარკიზი დე პოზა იძულებულია დააპატიმროს დონ კარლოსი. მეფე ფილიპე II რჩევას – დასაჯოს თუ არა სიკვდილით საკუთარი შვილი – დიდ ინკვიზიტორს სთხოვს. ინკვიზიტორი კურთხევას აძლევს მეფეს სიკვდილით დასაჯოს დონ კარლოსი და მარკიზი დე პოზა. თუმცა, განაჩენამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაპატიმრებულ მარკიზ დე პოზას ციხეში შეპარული უცნობი კლავს.
დონ კარლოსის სიცოცხლეც საფრთხეშია. მადრიდის მოსახლეობა დონ კარლოსის მხარდასაჭერად აჯანყებისთვის ემზადება. დიდი ინკვიზიტორი ამშვიდებს ხალხს. ოპერის ფინალში, ციხიდან გაქცეული დონ კარლოსი სენ ჟუსტის მონასტერში გაჩერდება, რათა სამუდამოდ დაემშვიდობოს დედოფალ ელისაბედს. მას აკისრია დიდი მისია – ფლანდრიელი ხალხის გათავისუფლება. გაქცეულ დონ კარლოსს მეფე ფილიპე და დიდი ინკვიზიტორი წამოეწევიან, თუმცა მათ მეფე კარლოს მეხუთეს (ფილიპე მეორეს მამის) აჩრდილი შეაჩერებს. ოპერის ფინალი იმედს გვიტოვებს, რომ დონ კარლოსი არ დაიღუპება.