State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 165

2 ოქტომბერი, 2016 წელი



ადოლფ ადამი

ჟიზელი
ბალეტი ორ მოქმედებად
ჟან კორალის, ჟიულ პეროს და მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
 თეოფილ გოტიეს და ჟიულ ანრი სენ-ჟორჟის ლიბრეტო


ჟიზელი – ნუცა ჩეკურაშვილი 
პრინცი ალბერი – იონენ ტაკანო
მირტა – შორენა ხაინდრავა
ჰანსი – უილიამ პრატი

 
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი

დირიჟორი: დავით მუქერია   
დამდგმელი მხატვარი: ვიაჩესლავ ოკუნევი
განათების მხატვარი: პოლ ვიდარ საევარანგი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი: ტატიანა რასტორგუევა
მომხიბვლელი სიუჟეტის, უკვდავი მუსიკისა და ცეკვების გამო, „ჟიზელი“ საბალეტო კლასიკად იქცა და დღემდე პოპულარული და ცნობილია მსოფლიოში. სიყვარულის მრავალგვარ ისტორიას შორის, რომელიც ცეკვის ენით იქნა მოთხრობილი, არ შექმნილა უფრო ლამაზი, ვიდრე ეს რომანტიკული ბალეტი.
 
სპექტაკლის პრემიერა 1841 წლის 28 ივნისს პარიზში, მუსიკის სამეფო აკადემიის თეატრში შედგა. მთავარი პარტიები კარლოტა გრიზიმ (ჟიზელი) და ჟიულ პერომ (გრაფი ალბერტი) შეასრულეს. „ჟიზელი“ პოეტისა და ლიტერატორის- თეოფილ გოტიეს ფანტაზიის შედეგია, რომელსაც კარლოტა გრიზი უყვარდა და ამ ბალეტის შექმნით მისი გულის დაპყრობა სურდა. მაგრამ, ნეაპოლელი კარლოტა გრიზი, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, საკუთარი რომანტიკული გრძნობებით ქორეოგრაფსა და მოცეკვავესთან – ჟიულ პეროსთან იყო დაკავშირებული. გოტიე პეროს პატივისცემით ეპყრობოდა და თანხმობაც მისცა მის კანდიდატურას ბალეტზე სამუშაოდ. მაგრამ, მეორე ქორეოგრაფმა – ჟან კორალიმ, რომელიც პარიზის კორდებალეტის დირექტორი გახლდათ, უარი თქვა მის მონაწილეობაზე ბალეტის შექმნაში. ჟიულ პერო იძულებული გახდა ბალეტზე ფარულად ემუშავა. მისი სახელი აფიშაზეც კი არ იყო მოხსენიებული. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ინგლისის სამეფო თეატრში „ჟიზელის“ ახალი დადგმის დროს, მოიხსენიეს იგი, როგორც ბალეტის ერთ-ერთი დამდგმელი ქორეოგრაფი. დღეს უკვე გარკვეულია, რომ ჟიზელის პარტიის ქორეოგრაფიული დამუშავება პეროს ეკუთვნის, ხოლო კორდებალეტის და სახასიათო ცეკვები კორალიმ დადგა.
 
პარიზელი მაყურებელი მოიხიბლა სპექტაკლის ამაღლებული, საზეიმო განწყობითა და შესანიშნავი მუსიკით. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ კომპოზიტორ ადოლფ ადამს კიდევ თოთხმეტი ბალეტისთვის აქვს მუსიკა შექმნილი, ის მაინც ყველას ახსოვს როგორც „ჟიზელისა“ და „კორსარის“ მუსიკის ავტორი. „ჟიზელის“ მუსიკა, ჟან კორალისა და ჟიულ პეროს მოთხოვნის საფუძველზე, კომპოზიტორმა უმოკლეს დროში დაწერა. მონახაზის გაკეთებას რვა დღე მოანდომა, მთლიანი სამუშაო კი სამ კვირაში დაასრულა.
 
„ჟიზელს“ საფუძვლად დაედო ძველი სლავური პოეტური ლეგენდა „ვილისების“ – ქორწილამდე გარდაცვლილი ქალწულების – შესახებ.
 
ბალეტმა ბევრი ცვლილება განიცადა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მარიუს პეტიპას მიერ განხორციელებული ცვლილებები იყო. 1884 წლის 5 თებერვალს, ჟან კორალისა და ჟიულ პეროს ქორეოგრაფიაზე დაყრდნობით, მარიუს პეტიპამ „ჟიზელი“ თავიდან დადგა სანკტ-პეტერბურგში (მანამდე, 1842 წლის 18 დეკემბერს, პარიზული პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, „ჟიზელი“ სანკტ-პეტერბურგში უკვე იყო წარმოდგენილი). იგი უდავოდ არის მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი.
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „ჟიზელი“ პირველად 1942 წელს დადგა ვახტანგ ჭაბუკიანმა (მეორე მოქმედება). 1946 წელს, მანვე თბილისელ მაყურებელს ამ ბალეტის სრული ვერსია წარუდგინა, რომელიც 2006 წლამდე სრულდებოდა ჩვენი თეატრის სცენაზე. წლების განმავლობაში ჟიზელის პარტიას ასრულებდნენ ისეთი გამოჩენილი მოცეკვავეები, როგორიც იყვნენ: ვერა წიგნაძე, ლილიანა მითაიშვილი, ცისკარი ბალანჩივაძე, ნათელა არობელიძე, ალა აბესაძე, ნათელა პაპინაშვილი, ლარისა ჩხიკვიშვილი, ვიქტორია ლაფერაშვილი, მაია ზურაშვილი, ქეთევან მუხაშავრია, ეკატერინე ბეზერგანი, ლალი კანდელაკი, ნინო ოჩიაური.
 
2006 წლის 17 მარტს თეატრში გაიმართა „ჟიზელის“ ახალი რედაქციის პრემიერა, რომლის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნის. პრემიერაზე მთავარი პარტიები იცეკვეს ნინო გოგუამ (ჟიზელი) და დავით ხოზაშვილმა (ალბერი). ჟიზელის პარტიას ბალეტის ამ რედაქციაში ასრულებდნენ: ნინო ანანიაშვილი, ლალი კანდელაკი, ნინო გოგუა, ანა მურადელი, ეკატერინე სურმავა, ნინო სამადაშვილი. ალბერის პარტიას – ვასილ ახმეტელი ირაკლი ბახტაძე, ლაშა ხოზაშვილი, დავით ხოზაშვილი, ოთარ ხელაშვილი, ერიკ ბუროუ, რიო კატო, იონენ ტაკანო. მირტას – ნინო ოჩიაური, ლალი კანდელაკი, შორენა ხაინდრავა, სოფო ფანცულაია, თათა ჯაში.
პირველი მოქმედება

გრაფი ალბერი, რომელსაც სოფლის გლეხი გოგონა ჟიზელი უყვარს, საკუთარ დიდგვაროვნებას მალავს. მეტყევე ჰანსი ასევე შეყვარებულია ჟიზელზე და მის ცოლად შერთვაზე ოცნებობს. მას ეჭვი აქვს, რომ ალბერი დიდგვაროვანია და ცდილობს გამოარკვიოს ეს. მარტოდ დარჩენილი ჰანსი იმ ქოხიდან, სადაც ალბერმა თავისი დაშნა და მოსასხამი დამალა, მის დაშნას მოიპარავს, რომელზეც გრაფის გერბია ამოტვიფრული.

გაისმის ნადირობის მაუწყებელი საყვირების ხმა. ჰერცოგი და მისი მშვენიერი ასული ბატილდა, რომელიც დანიშნულია გრაფ ალბერზე, მეგობრებთან ერთად სწორედ იმ სახლის წინ ჩერდებიან, სადაც ჟიზელი და დედამისი ბერტა ცხოვრობენ. ჰერცოგის ქალიშვილი მოიხიბლება სოფლელი გოგონას უმანკოებით. ჟიზელი უყვება მას, რომ დანიშნულია და თხოვდება. ბატილდა ჟიზელს ყელსაბამს ჩუქნის და მოსასვენებლად მასთან სახლში შედის.

სოფელში მოსავლის აღებას ზეიმობენ, სადაც ჰანსი ჟიზელს უყვება სიმართლეს ალბერის შესახებ და აჩვენებს მის დაშნას. გოგონა ცდილობს პასუხი მიიღოს ალბერისგან. შეძრწუნებული ჟიზელი ცდილობს ალბერის დაშნით მოიკლას თავი. მას ესმის როგორ იხმობენ ვილისები და ჭკუიდან შეშლილი დედამისის მკლავებში კვდება.
 

მეორე მოქმედება

შუაღამეა. სოფლის სასაფლაოზე მთვარიან ღამეს გამოჩნდებიან ვილისები, ქორწინებამდე გარდაცვლილი ქალწულები. ისინი შეამჩნევენ ჰანსს, რომელიც ჟიზელის საფლავზე მოვიდა. ვილისები, თავიანთი მკაცრი მბრძანებლის, მირტას განკარგულებით, ჰანსს თავბრუდამხვევ ცეკვაში იწვევენ და აიძულებენ იცეკვოს მანამ, სანამ მიწაზე უსულოდ არ დაეცემა.

ჟიზელს ვერ ივიწყებს ალბერიც. ღამით ისიც მიდის საფლავთან და მაშინვე ვილისების გარემოცვაში ექცევა. ჰანსის საშინელი ბედის გაზიარება ალბერსაც ემუქრება. მაგრამ ჟიზელის აჩრდილის გამოჩენა, რომელსაც შეუნახავს თავგანწირული სიყვარული ალბერისადმი, იცავს და იხსნის მას ვილისების რისხვისაგან.

მზის პირველ სხივებთან ერთად ისმის ზარების ხმა, რომელთან ერთადაც ვილისების თეთრი აჩრდილები ძალას კარგავენ. უჩინარდება ჟიზელის აჩრდილიც, თუმცა იგი ყოველთვის იცოცხლებს ალბერის ხსოვნაში, როგორც მარადიული სევდა დაკარგული სიყვარულისადმი, რომელიც სიკვდილზე ძლიერია.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი