State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 165

26 ნოემბერი, 2016 წელი

პრემიერა

წუნა და წრუწუნა
ორმოქმედებიანი ბალეტი მერი დავითაშვილის მუსიკაზე

ზურაბ ნადარეიშვილის მუსიკალური ვერსია
(სპექტაკლში გამოყენებულია ვ. მოცარტის, ი. ბრამსის, ჯ. ვერდის, ჟ. ოფენბახის, ჯ. როსინის ნაწარმოებები) 

წუნა – ნუცა ჩეკურაშვილი
წრუწუნა – ფილიპ ფედულოვი

ფიცხელა (ყარაჩოხელების წინამძღოლი) – დავით ანანელი
უსტაბაში – მორის მესხია
თავადი ვირთხა - კახა ანდრიაძე
თავადის დეიდები:
 ელიზავეტა – თამარ ჭელიძე
მარგო – თეონა ახობაძე
მოურავი – ირაკლი ჯელაძე
კოსტაია (თავადის მხლებელი) – ა. მანჯგალაძე
წრუწუნას მეგობრები – ვ.ჰოუკი, დ. ბუტილიონე
მეეზოვეები – მ. მუტო, ე. ლომინაძე, თ. ტყეშელაშვილი
უნგრული ცეკვა – ნ.რიგვავა, თ. ბახტაძე, ი. სუმი, კ. ვაშიო
იტალიური ცეკვა – ა. ტყეშელაშვილი, ს. სამუდიო
გერმანული ცეკვა – ჯ. აბენანტი

იდეის ავტორი ნინო ანანიაშვილი
დამდგმელი ქორეოგრაფები ნინო ანანიაშვილი, გია მარღანია
დამდგმელი დირიჟორი კახი სოლომნიშვილი
დამდგმელი მხატვარი ირაკლი ავალიანი
კოსტიუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი
განათების მხატვარი ვირჯინიო ლევრიო
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი ეკატერინე შავლიაშვილი
ვიდეოანიმაცია: VAS (იტალია)
ბალეტის დადგმის იდეა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოპულარული და არაერთი თაობისთვის საყვარელი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის, „წუნა და წრუწუნას“ მიხედვით ბალეტის შექმნა ჩაიფიქრა, როგორც ერთგვარი კულტურული ხიდი, უფროსებსა და პატარებს შორის.   
 
ნინო ანანიაშვილმა ამ იდეით 2013 წელს ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, მერი დავითაშვილს მიმართა, რომელსაც „წუნა და წრუწუნას“ მუსიკა ეკუთვნის. ქალბატონი მერი უამრავი ბავშვის საყვარელი კომპოზიტორია, მის სიმღერებს მრავალი თაობა მღერის. იგი სიამოვნებით დაეთანხმა წინადადებას მულტფილმისათვის შექმნილი მუსიკალური მასალა ბალეტის დამდგმელი ჯგუფისთვის გადაეცა. სამწუხაროდ, კომპოზიტორი 2014 წელს გარდაიცვალა. მის მიერ გადმოცემული მუსიკალური მასალისგან კი ზურაბ ნადარეიშვილმა საბალეტო პარტიტურის საკუთარი ვერსია შექმნა, რომელშიც, ამასთანავე, მუსიკალური კლასიკის ბევრი შედევრია ჩართული.

ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“ რეჟისორმა არკადი ხინთიბიძემ 1961 წელს, ავქსენტი ცაგარელის კომედიის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - მოტივებზე შექმნა. ეს კომედია იმდენად ცნობილი იყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მასზე მიხეილ ჭიაურელმა ამავე სახელწოდების შესანიშნავი ქართული ფილმი გადაიღო. მულტფილმიც და მხატვრული ფილმიც არაერთ თაობაში სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს პოპულარობით. ბალეტის ლიბრეტოსაც ცაგარელის კომედიის მოტივები უდევს საფუძვლად, თუმცა მასში ბევრი ახალი დეტალია შეტანილი.
შინაარსი
 
პირველი მოქმედება
 
პირველი სურათი
თბილისის ქუჩებში ფანრებს აქრობენ. თენდება. იღება დუქნები, იხსნება სადალაქოები, უსტაბაში ამქრის წევრებს წარმატებულ დღეს უსურვებს. მოედანზე ყარაჩოხელები მათ წინამძღოლთან - ფიცხელასთან ერთად იკრიბებიან. ოპერის თეატრის სარდაფებიდან გამოდიან ამ სარდაფების ბინადარნი. შეკრების ადგილს თანდათან ქალაქის უცხოელი მაცხოვრებლებიც უერთდებიან. ახალგაზრდებს შორის გამოირჩევა წრუწუნა, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად ესალმება. საყოველთაო მხიარულების დროს გიმნაზიის მოსწავლე გოგონებიც შემოდიან მოედანზე, მათ შორის თავისი სილამაზით ყურადღებას იქცევს წუნა, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდება წრუწუნას და სიყვარულის ნიშნად თავშალს ჩუქნის.
 
ისმის ზარბაზნის ხმა, უსტაბაში ყველას ლელობურთის დაწყებას ანიშნებს. გამარჯვებული ის გუნდი აღმოჩნდება, რომელიც კაკალს ხელში ჩაიგდებს. თაგვები ორ გუნდად იყოფიან. გამარჯვება წრუწუნას გუნდს რჩება. იგი კაკალს წუნას ჩუქნის და საცეკვაოდ გამოიწვევს რჩეულს.
 
წუნას და წრუწუნას  მხიარულებასა და სასიყვარულო ურთიერთობას თვალს მოჰკრავს ხანშიშესული თავადი ვირთხა, რომელსაც წუნა დიდი ხანია გულში ჩავარდნია. გაბრაზებული თავადი მოურავს და მოსამსახურეებს წუნას მოტაცებას ავალებს. შეყვარებული წყვილის ცეკვის დასასრულს, თავადის მხლებლები კატასავით დაიკნავლებენ. წუნას შიშისაგან გული მისდის, ცბიერი თავადი ახერხებს მის მოტაცებას, მხლებლები კი წრუწუნას ატყვევებენ.
სასოწარკვეთილ წრუწუნას მეგობრები ათავისუფლებენ.
 
 
მეორე სურათი
თავადის სასახლე.  დატყვევებულ წუნას ჯვრისწერისთვის იძულებით ამზადებენ. მას   საქორწილო კაბა ჩააცვეს, მოახლეები   ცდილობენ   საქორწილოდ  მენუეტის ცეკვა  შეასწავლონ. ფრაკში გამოწყობილი თავადიც ემზადება ჯვრისწერისთვის და ცდილობს მსახურებთან ერთად გაართოს წუნა, თუმცა უშედეგოდ. წუნა წინაღმდეგობის გაწევას ცდილობს. ამ დროს სასახლეში ყარაჩოხელი ფიცხელა შემოდის, რომელიც თავადისაგან წუნას გათავისუფლებას მოითხოვს. თავადი კატეგორიულ უარს აცხადებს. გაწბილებული ფიცხელა იმუქრება და მიდის.
 
იწყება შეტევა თავადის სასახლეზე. წრუწუნას და მის მეგობრებს, ყარაჩოხელებს და კინტოებს ქალაქის უცხოელი მაცხოვრებლებიც უერთდებიან და ერთად უტევენ თავადს, წუნას ათავისუფლებენ და ამ ამბით  ბედნიერნი მიემართებიან საქორწილოდ.
 
 
მეორე მოქმედება
 
მესამე სურათი
დასკვნით სცენას ზღაპრიდან რეალობაში დაბრუნება შეიძლება ვუწოდოთ.  ზღაპრის გმირები წარმოსახვითი სარდაფებიდან თითქოს რეალური თეატრის სცენაზე ინაცვლებენ; სცენა, რომელიც წუნამ და წრუწუნამ საქორწინო სუფრად  აქციეს, უამრავ სტუმარს, მათ შორის უნგრელებს, გერმანელებს, იტალიელებს და ფრანგებსაც მასპინძლობს. ქორწილის კულმინაცია შეყვარებული თაგვების საქორწინო დუეტია (Pas de deux); ყველა ზეიმობს, წუნა და წრუწუნას საქორწინო მოგზაურობაში აცილებენ.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი