საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 165
13 აპრილი, 2017 წელი
ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო
საიდუმლო ბაღი
მუსიკა - სებასტიან პლანო და ოლაფურ არნალდსი
ქორეოგრაფია - საშა ევთიმოვა
ვიდეოანიმაცია - პრედრაგ მილოშევიჩი
კოსტიუმები და სცენოგრაფია - საშა ევთიმოვა
პრემიერა გაიმართა 2012 წლის 8 დეკემბერს
Petite Cermonie
სცენოგრაფია და ქორეოგრაფია - მედჰი ვალერსკის
მუსიკა- მოცარტის, ბელინის, როჯერსისა და ჰარტის და ვივალდის ნაწარმოებები
მედჰი ვალერსკის კომპილაცია.
კოსტიუმების მხატვარი - ლინდა ჩოუ
განათების მხატვარი - ბონი ბიჩერი
მსოფლიო პრემიერა შედგა 2011 წლის 17 თებერვალს Ballet BC- ში
პრემიერა თბილისში გაიმართა 2017 წლის 4 თებერვალს
Falling Angels
ირჟი კილიანის ქორეოგრაფია
კომპოზიტორი სტივ რაიხი
Drumming / I ნაწილი (1970/71)
დადგმა ნენსი ეუვერინკი, ბრიჯიტ მარტინი
კოსტიუმების მხატვარი ჯოუკ ვისერი
განათების მხატვარი იოოპ კაბოორტი
განათების ადაპტაცია კეეს თიებესი
პრემიერა 23 ნოემბერი 1989, ცეკვის თეატრი AT&T, დენ ჰააგი
პრემიერა თბილისში გაიმართა 2009 წლის 23 ნოემბერს
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
საიდუმლო ბაღი
ჩვენ ერთმანეთს იდეალური გამოსახულების სარკეში ვხედავთ, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური არაა. შეიძლება ვიღიმოდეთ, თუმცა შინაგანად მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ ვგრძნობთ თავს. ვცხოვრობთ ტყუილი ემოციებით და ვფლანგავთ დროს უმნიშვნელო რამეებზე. ვცხოვრობთ ბნელ ადგილას, საიდანაც ვერსად მივდივართ. წინსვლისთვის საკუთარი შინაგანი ემოცია და მწუხარება უნდა გადასცეთ და როდესაც ყველა ემოციისგან დაიცლებით და საკუთარ თავთან სულიერ სიმშვიდეს მიაგნებთ, თქვენი სული გადავა იქ, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყავით.. შეიძლება სხვა გზა აირჩიოთ, მაგრამ ცვლილება ზოგჯერ სწორედ ისაა, რაც შიშის გადასალახად და უბრალოდ გასათავისუფლებლად გჭირდებათ..
ყოველი გასასვლელი რომელიღაცა ახალი ადგილის კარია.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ არსებობს ცხოვრების წესი.. რომ სწორედ ასეთია ცხოვრება და ჩვენც არასდროს შეგვიტანია ამაში ეჭვი, უბრალოდ მივყვებოდით ამ დარიგებას. მაგრამ იქნებ არის უკეთესი გზა ცხოვრებისთვის? იქნებ არის რაღაც მეტი? ოდესმე თუ მივაგნებთ, რასაც ვეძებთ? ოდესმე თუ ვიპოვით იმ იდეალურ ადგილს? და არსებობს კი საერთოდ ასეთი ადგილი?
ჩვენ სხვა სამყაროში შევხვდებით,
შევხვდებით ჰაერში...
Petite Ceremonie
ადამიანების ჯგუფი შესაფერისი სივრცის, სრულყოფილი წონასწორობის ძიებისას. ქალები და მამაკაცები. განსხვავებული ტვინები. ყუთები და მავთულები კავშირის დამყარების, ჰარმონიული სურათის შექმნის მცდელობისას.
მსურს, მადლობა გადავუხადო მოცეკვავეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, შემოქმედებისა და პოზიტიურობისთვის, ასევე სილვენსა და ემილის-მხარდაჭერისთვის.
ალექსანდრე ბარტონი, დარიო დინუცი, ლივონა ელისი, ლიონ ფეიზო-გასი, შენონ ფერგიუსონი, ალექსის ფლეჩერი, მეგი ფორგერონი, ელისონ ფრეცი, კონორ ნამი, დელფინ ლერუა, რეიჩელ პრინსი, დონალდ სეილზი, გილბერტ სმოლი, პიტერ სმიდა, მაკაილა უოლისი.
მედჰი ვალერსკი
ქორეოგრაფი
ბალეტის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2011 წლის 17 თებერვალს, ვანკუვერში (კანადა).
Falling Angels
მუსიკა სრულდება დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ოთხი შემსრულებლის მიერ. ირჟი კილიანისათვის სტივ რაიხის კომპოზიციის მომხიბვლელობა მის რიტმულ სტრუქტურაშია საძიებელი – განსაკუთრებით სტილისტურ მექანიზმში, რომელსაც ფაზური ტექნიკა ჰქვია.
მართალია, კილიანი მუსიკას ქორეოგრაფიის ძირითად წყაროდ თვლის (რაც ნიშნავს, რომ ის ნაშრომს არსებულ მუსიკალურ სტრუქტურაზე დგამს), Drumming -ის შემთხვევაში მან იგრძნო პრიორიტეტის ცეკვისათვის მინიჭების აუცილებლობა. შედეგი რვა ბალერინას ამაღელვებელი ცეკვაა. Falling Angels - ეს არის ნაშრომი ჩვენს პროფესიაზე” - ასე ამბობს 1989 წელს დადგმულ ბალეტზე თვით ქორეოგრაფი.