State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 166 

22 სექტემბერი, 2017


პიოტრ ჩაიკოვსკი
გედების ტბა
ბალეტი ორ მოქმედებად

ვლადიმერ ბეგიჩევისა და ვასილ ჰელცერის ლიბრეტო,
ალექსეი ფადეეჩევის ახალი რედაქცია
მარიუს პეტიპას და ლევ ივანოვის ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
 
ოდეტა-ოდილია - ლალი კანდელაკი
პრინცი ზიგფრიდი - ფრენკ ვან ტონგერენი
როტბარტი - დავით ანანელი

დამდგმელი დირიჟორი - დავით მუქერია
დირიჟორი: ალევტინა იოფე (რუსეთი)
დამდგმელი მხატვრები - ვიაჩესლავ ოკუნევი
განათების მხატვარი - სტინ ბიარკე
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები -
ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი
 
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
მსოფლიო პრემიერა - 1895 წლის 15 იანვარს  მოსკოვში. 
თბილისის ოპერისა და ბალეტის  თეატრის სცენაზე „გედების ტბა“ რამდენჯერმე  დაიდგა. პირველად სპექტაკლის  მეორე მოქმედება  პირველად ო. პრეობრაჟენსკაიას ბენეფისზე შესრულდა 1907 წელს, პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის საბალეტო დასის მიერ. ოდეტა-ოდილიას პარტიას ასრულებდა ო. პრეობრაჟენსკაია, ზიგფრიდისას – ფ. კოზლოვი.

1912 წელს ფ. ლოპუხოვის დასმა წარმოადგინა ბალეტის მეორე და მესამე მოქმედება, 1922 წლის დასასრულს მ. მორდკინმა დაიწყო „გედების ტბის“ დადგმა, რომელიც 1923 წელს მისმა მოსწავლემ მ. მოისეევმა დაასრულა. 1928 წელს ეს ბალეტი დადგა იტალიელმა ბალეტმაისტერმა რ. ბალანოტიმ.

1945-1954 წლებში ჩვენი თეატრის სცენაზე ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული „გედების ტბა“ სრულდებოდა. 1975 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კ. სერგეევმა განაახლა „გედების ტბა“.

2005 წელს ალექსეი ფადეეჩევმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „გედების ტბის“ ახალი რედაქცია დადგა. პრემიერა 2005 წლის 11 მარტს გაიმართა.

2016 წელს საბალეტო დასი „გედების ტბის“ განახლებული, ახალი რედაქციის პრემიერას 2016 წლის 11, 12, 13 მარტს სთავაზობს.
პირველი მოქმედება

პირველი სურათი
ბაღი სასახლის წინ.

სასახლის კარზე პრინცი ზიგფრიდის სრულწლოვანების საზეიმოდ აღსანიშნავად ემზადებიან. ბენო აცხადებს პრინცის მოსვლის შესახებ, რომლის პატივსაცემადაც ყველანი ცეკვავენ. შემორბიან მოსამსახურეები, რომლებიც დედოფლის მობრძანების შესახებ იუწყებიან. ზიგფრიდი პატივისცემით ესალმება მას, დედოფალი კი შვილს არბალეტს ჩუქნის და ახსენებს, რომ მეორე დღეს, მეჯლისზე, საცოლე უნდა შეარჩიოს. დედოფალი მიდის, ზეიმი კი გრძელდება. მოსაღამოვდა. ცას გედების გუნდი გადაუფრენს. პრინცი თანატოლებს მოუწოდებს ზეიმი ნადირობით დაასრულონ.
 
მეორე სურათი
ტბა ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებთან.
 

აქ როტბარტი – ბოროტი ჯადოქარი მეფობს. გამოჩნდება გედების გუნდი, ისინი ტბაზე სხდებიან და ნაპირისკენ მოცურავენ. მიწასთან შეხების დროს გედები ახალგაზრდა ქალიშვილებად იქცევიან. შემორბიან ზიგფრიდი და ბენო მონადირეებთან ერთად. პრინცი ბენოს და თანმხლებ პირებს წინ გაგზავნის, თავად კი მარტო რჩება. მოულოდნელად გამოჩნდება გედების დედოფალი ოდეტა, რომელიც პრინცს სთხოვს დაინდოს და არ მოკლას ისინი. ოდეტას სილამაზით დატყვევებული ზიგფრიდი თხოვნას უსრულებს და არბალეტს გვერდზე გადადებს. ოდეტა თავის სევდიან ამბავს უყვება პრინცს: ის ბოროტი ჯადოქრის, როტბარტის მიერაა მოჯადოებული და იძულებულია დღისით გედის სახე მიიღოს, მხოლოდ ღამით შეუძლია, ამ ნანგრევებში, გადაიქცეს ქალიშვილად. მისი ეს მდგომარეობა მანამ გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდება ის, ვინც ოდეტას შეიყვარებს და შეფიცავს სამუდამო სიყვარულს. ზიგფრიდი, რომელიც მონუსხული უსმენს ოდეტას, მზადაა თავი გასწიროს მისთვის.
 
 
 
 
 
მეორე მოქმედება

მესამე სურათი
მეჯლისი სასახლეში.

დედოფალი ესალმება სტუმრებს. შემოდის ზიგფრიდი. მეჯლისზე დამსწრე ვერც ერთი ქალიშვილი პრინცის ყურადღებას ვერ იპყრობს. საყვირები სასახლეში კვლავ იუწყებიან სტუმრების მოსვლას. შემოდის როტბარტი ქალიშვილთან, ოდილიასთან ერთად. ზიგფრიდი გაოგნებულია ოდეტასა და ოდილიას მსგავსებით და აღტაცებული ესალმება მას. ოდილიას სილამაზით მონუსხული პრინცი სამუდამო სიყვარულის ფიცს აძლევს მას. ამ მომენტში ზიგფრიდი სასახლის ფანჯარაში ოდეტას დაინახავს და ხვდება, რომ ტყუილის მსხვერპლია, მაგრამ უკვე გვიანია – ფიცი წარმოთქმულია. როტბარტი და ოდილია სასახლიდან ქრებიან. სასოწარკვეთილი პრინცი კი ტბისკენ მიიჩქარის.
 
მეოთხე სურათი
ისევ ღამე ტბასთან. 

შეშინებული მეგობრები ელოდებიან ოდეტას, რომელიც სასახლიდან ბრუნდება და უიმედო მდგომარეობაში მყოფი ყვება ზიგფრიდის ღალატის ამბავს. მეგობრები ამშვიდებენ მას. ტბასთან ოდეტასთან შესახვედრად მოდის ზიგფრიდი, რომელიც ამ უნებლიე ღალატის პატიებას ითხოვს – ოდილიაში მან ოდეტას სახე დაინახადა მხოლოდ ამის გამო წარმოთქვა საბედისწერო ფიცი. გამოჩნდება როტბარტი. ის ხვდება, რომ ოდეტასა და ზიგფრიდის გულწრფელი სიყვარული მის აღსასრულს მოასწავებს და ბოლო წუთამდე იბრძვის, მაგრამ მარცხდება. გედები მიფრინავენ, ოდეტა კი ულამაზეს გოგონად რჩება. სიყვარული იმარჯვებს ბოროტებაზე.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი