State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 166
 
4 თებერვალი, 2018

 თეიმურაზ გუგუშვილის
ვარსკვლავის გახსნა

 
პროგრამა:
ჯაკომო პუჩინი, „ტოსკა“  პირველი მოქმედება
რუჯერო ლეონკავალო, „ჯამბაზები“ მეორე მოქმედება
 
 მონაწილეობენ:
თამარ ივერი, 
სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე,  ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი

დირიჟორი ვიქტორ პლოსკინა (ბელარუსი)

სამხატვრო ხელმძღვანელი: 
ბადრი მაისურაძე
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

2018 წლის 4 თებერვალს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
გამოჩენილმა ქართველმა ტენორმა, თეიმურაზ გუგუშვილმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა; ორი წლის შემდეგ კი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი გახდა. 1980-83 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასპირანტურაში სწავლობდა და პარალელურად,
1982-83 წლებში ­–  მილანის „ლა სკალაში“ ასპირანტურა-სტაჟირებას გადიოდა.

წარმატებული არტისტული კარიერის განმავლობაში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომღერალს შესრულებული აქვს ტენორის ოცდაათზე მეტი წამყვანი პარტია ქართულ და უცხოურ ოპერებში. მათ შორისაა მთავარი როლები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“; ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეში“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიაში,“ „მთვარის მოტაცებაში“, „პირველ სიყვარულსა“ და „მუსუსში“; მერი დავითაშვილის „ნაცარქექიაში“; გია ყანჩელის „და არს მუსიკაში“.

ძალზე მრავალფეროვანია თეიმურაზ გუგუშვილის არაქართული რეპერტუარიც, რომელშიც შედის: ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „დონ კარლოსი“, „ოტელო“, „რიგოლეტო“; ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“, „ბოჰემა“, „მადამ ბატერფლაი“; შარლ გუნოს „ფაუსტი“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“, მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „პიკის ქალი“; სერგეი პროკოფიევის „დუენია“ და „სამი ფორთოხლის სიყვარული“; ტენორის პარტიები მოცარტისა და ვერდის რეკვიემებში, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში და სხვ.

თეიმურაზ გუგუშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია და აკადემიური სიმღერის კათედრას ხელმძღვანელობს. ასევე, 2007 წლიდან დღემდე ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედის“ ვოკალური განყოფილების გამგეა.

შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში მომღერალი წარმატებით გამოდიოდა ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალი ქვეყნის საოპერო სცენაზე. 2003-2005 წლებში იგი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო.
1989 წელს თეიმურაზ გუგუშვილი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, 1992 წელს კი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. მას მიღებული აქვს ასევე, ზურაბ ანჯაფარიძის (1998) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (2003) პრემიები, ღირსების ორდენი (1994), მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება; UNESCO-ს ასოცირებული ცენტრის საპატიო პროფესორის წოდება და დიპლომი, მინსკის საერთაშორისო საშობაო საოპერო ფორუმის საპატიო დიპლომი; ირინა არხიპოვას ფონდის ვერცხლის მედალი.

2016 წელს, განახლებულ ოპერის თეატრში განხორციელებულ „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაში თეიმურაზ გუგუშვილმა აბესალომის პარტია შეასრულა.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი