თბილისის ბალეტის ფესტივალი
28 ივნისი - ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2. 20.00
Sad Case
სოლ ლეონისა და პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
მუსიკა: პერეს პრადო: Mambo no. 8; Muchachita; Always in my heart ; Caballo Negro
ალბერტო დომინგესი: Frenesi
რეი ბარეტო: El Watusi
ტრიო Los Panchos: Perfidia
აგუსტინ ლარა: Maria Bonita
დეკორაციები და კოსტიუმები: სოლ ლეონი & პოლ ლაითფუტი
განათება: ტომ ბეფოორტი
მსოფლიო პრემიერა შედგა 1998 წლის 7 თებერვალს, Lucent Danstheater, ჰააგაში
ხანგრძლივობა: 22 წუთი
Wir sagen uns Dunkles
მარკო გოეკეს ქორეოგრაფია
მუსიკა: ფრანც შუბერტი: „ტრიო“ ნოქტიურნი მი მინორი, ოპუსი148, D. 897
პლაცებო: Song to Say Goodbye; Slave to the Wage; Loud like Love
ალფრედ შნიტკე: საფორტეპიანო კვინტეტი, მეორე ნაწილი „ვალსის დრო“
მუსიკალური კონსულტანტი: იან პიტერ კოხი
განთება: უდო ჰაბერლენდი და მარკო გოეკე
დეკორაცია & კოსტიუმები: მარკო გოეკე
ხანგრძლივობა: 29 წუთი
მსოფლიო პრემიერა შედგა 2017 წლის 4 ნოემბერს, Zuiderstrandtheater, ჰააგაში
Subtle Dust
სოლ ლეონისა და პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია
მუსიკა - იოჰან სებასტიან ბახი: კანტატა #12, Weinen, Klagen, Sorgen, Zagen, BWV 12; კანტატა #150; Nach Dir, Herr, Verlanget, Mich - სინფონია. BWV 150,
ტოკატა დო მინორი, BWV 911; პრელუდია და ფუგა რე მინორი, BWV 851. არანჟირების ავტორი - ალექსანდერ რასკატოვი. ©Internationale Musikverlage H. Sikorski, ჰამბურგი, Albersen Verhuur B.V., ’s-Gravenhage. კანტატა #152, Tritt Auf Die Glaubensbahn -კონცერტი. BWV 152; სავიოლინო კონცერტი #2 მი მაჟორი - ადაჯო, BWV 1042-2; „გოლდბერგის ვარიაციების“ არია, BWV 988; არანჟირების ავტორი - ვიქტორ კისინი. „მძინარე ვეშაპები“ - ბუნების ხმები.
განათება: ტომ ბეფორტი
ვიდეო: სოლ ლეონი, პოლ ლაითფუტი, რაჰი რეზვანი
კოსტიუმები: ჯოუკ ვისერი, ჰერმიენ ჰოლანდერი
დეკორაცია: სოლ ლეონი & პოლ ლათფუტი
მსოფლიო პრემიერა შედგა 2018 წლის 8 მარტს, Zuiderstrandtheater, ჰააგაში
ხანგრძლივობა - 28 წუთი
Sad Case
Sad Case 1998 წელს შეიქმნა, როდესაც სოლ ლეონი მათ ქალიშვილზე შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. ამ ბალეტს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ლეონისა და ლაითფუტის ერთობლივ ნამუშევრებში. ამის შემდეგ, ბალეტი მის ადაპტირებულ ვერსიად შეიცვალა. მექსიკური მამბოს მუსიკაზე გასაოცარი და მიწიერი მოძრაობები გამოხატავენ სატირულ და კლასიკურ მომენტებს შორისა არსებული დაძაბულობის მუდმივ ძიებას.
Wir sagen uns Dunkles
მარკო გოეკესWir sagen uns Dunkles იწყება სარეპეტიციო დარბაზში ქორეოგრაფისა და მოცეკვავეების შეხვედრებით. მათი შეხვედრები უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ ამავდროულად, სწორედ ესაა ყველაფერ დანარჩენზე მეტად მნიშვნელოვანი; ახალგაზრდა, ცელქი და ბოროტი, ხუმარა და პანკური. „დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩემი გრძნობები მოცეკვავეებს ეკუთვნის“ - ამბობს გოეკე. თვალის დახამხამება, მზერა, მეტისმეტად სწრაფი ჟესტი. მხოლოდ მომენტია, თუ ისტორია? რაც რჩება, არის მხოლოდ ცრემლი, რომელიც წამწამს აშრება. როგორ ვახლოვდებით? პეპელა, რომელიც გაფრენამდე ერთი წამით ჩერდება. შუბერტისა და შნიტკეს ხმა ხვდება პლაცებოს სიმღერებს: The Swan Song and Song To Say Goodbye; ჟღარუნებიანი შარვლები, მისი ხმა მუსიკის საპირისპიროა. გოეკე: „მოცეკვავეები უმალ მიგებენ. არანაირი ზღვარი არაა; მათ სურთ, რომ გამოწვევები მიიღონ“. ისინი ცეკვავენ სწრაფად, ვირტუოზულად, ჟესტიკულირებენ განსაკუთრებული მანერით. გაუცნობიერებლად, თუმცა თვითდაჯერებულად - და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სოლო, პა დე დე თუ უფრო დიდი ჯგუფი - ისინი ურთიერთობენ გოეკეს ენით, თითქოს სხვა არც უსწავლიათ. უსიტყვებოდ ალაპარაკებული სიბნელე.
Subtle Dust
„ჩვენ კვლევა-ძიება არ უნდა შევწყვიტოთ და ძიების ბოლოს მივალთ იქ, საიდანაც დავიწყეთ და მოგვეჩვენება თითქოს ეს ადგილი პირველად ვნახეთ“ - თომას ელიოტი
„ბოლოს ი. ს. ბახის მუსიკაზე 2001 წელს ვიმუშავეთ. მას დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენს ნამუშევარზე, ამგვარად, ჩვენი მხრიდან ნათელი და გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო, რომ მორიგ მოგზაურობაში კვლავ მას დავბრუნებოდით. ბახის თითქმის ყველა ნამუშევარი, რომელიც ჩვენ ამ ბალეტისთვის შევაგროვეთ, მისი ჯადოსნური მუსიკის ტრანსკრიპციის ან ინტერპრეტაციის სახითაა წარმოდგენილი. მისი მუსიკა, როგორც წყარო - შეულახავი რჩება, თუმცა ტრანსფორმირებულია. ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩენს ცხოვრებაში ყველა დონეზე, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, თუ სულიერი. ჩვენი ნამუშევარი აბსტრაქტულად რჩება, თუმცა რა იქნებოდა უფრო წმინდა გზა იმისა, რომ ჩვენი ქორეოგრაფიული გაორება შეადარო როგორც ფიზიკური ინსტინქტის, ისე ინტელექტუალური ფიქრის კონცეფციას, რომელიც გარდაიქმნება ორივეს მიერ შექმნილ მესამე ელემენტად? სიმბიოზი. ჩვენ გვსურდა, რომ ამ ნამუშევარს მაღალი ხარისხი ეჩვენებინა ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ მსახიობებთან ერთად, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, გაზრდილიყვნენ და შეცვლილიყვნენ ისევ თავიანთ საწყისებთან დაბრუნების მეშვეობით, ციკლებთან ერთად ცურვითა და ბუნებასთან ხელახლა დაკავშირებით. ჩვენ ყველა შევხვდებით ასეთ წყაროს, რომელიც მოთმინებით გველოდება“. სოლ ლეონი და პოლ ლაითფუტი.