State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
სეზონი 166

1 ივლისი, 20.00
თბილისის ბალეტის ფესტივალის დახურვა და გალა პერფორმანსი
 
პიოტრ ჩაიკოვსკი
„მძინარე მზეთუნახავი“
ბალეტი სამ მოქმედებად
 
 
ივან ვსევოლოჟსკისა და მარიუს პეტიპას ლიბრეტო შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით
მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და დადგმა
დამდგმელი დირიჟორი:   ალევტინა იოფე
სცენოგრაფია და კოსტიუმები:  ანატოლი ნეჟნი
განათების მხატვარი: სტინ  ბიარკე
დამდგმელი ქორეოგრაფების მთავარი ასისტენტი და ბალეტმაისტერი:
ტატიანა რასტარგუევა
დამდგმელი ქორეოგრაფების ასისტენტი: ეკატერინე შავლიაშვილი
 
 პრემიერა შედგა 2018 წლის 27 აპრილს
 
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები:
ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი (პარიზის ნაციონალური ოპერა),
მარსელო გომესი (აშშ) 
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი სოლისტები:
ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, რუიკა იოკოიამა  

 
 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
დირიჟორი: ალევტინა იოფე (რუსეთი)

ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

60  წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ბრუნდება „მძინარე მზეთუნახავი“ - კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის შედევრი, რომლის პრემიერა 1890 წლის 3 იანვარს გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, მარიას თეატრში.
ბალეტის ახალი რედაქციის პრემიერა, რომელიც ნინო ანანიაშვილსა და ალექსი ფადეეჩევს ეკუთვნის, გენიალური ქორეოგრაფის მარიუს პეტიპას დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება. 
შინაარსი
პროლოგი
მეფე ფლორესტან XIV-ის სასახლეში პრინცესა ავრორას დაბადებას ზეიმობენ. ცერემონმაისტერი კატალაბიუტი მოწვეულთა სიას ამოწმებს. სასახლის მსახურებსა და მოსალოცად მოსულ სტუმართა შორის იმყოფებიან ფერია იასამანი და კეთილი ფერიები, რომლებმაც პრინცესა საუკეთესო ადამიანური თვისებებით დააჯილდოვეს. მოულოდნელად სასახლეში ხმაური ისმის - დარბაზში მოახლეების თანხლებით განრისხებული ბოროტი ფერია კარაბოსი შემოდის. ცერმონიაზე მისი მოწვევა დაავიწყდათ. გაბრაზებული კარაბოსი პატარა ავრორას საქსოვი ჩხირისგან სიკვდილს უწინასწარმეტყველებს. ფერია იასამანს ამ საშინელი წინასწარმეტყველების სრულად გაუქმება არ შეუძლია, მაგრამ ასუსტებს კარაბოსის წყევლას და დამსწრეთ ატყობინებს, რომ ავრორა თითისტარის ჩხვლეტისგან არ მოკვდება, ის 100 წლით დაიძინებს. ფერია იასამანი კარაბოსს იძულებულს ხდის, სასახლე დატოვოს. მეფე კი სამეფოში საქსოვი ჩხირების გამოყენებას კრძალავს.

პირველი მოქმედება
სასახლეში პრინცესა ავრორას 16 წლის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ავრორას ხელის სათხოვნელად მეფეს ოთხი უცხოელი პრინცი ეწვია. ბედნიერი მშობლებისთვის ავრორა პრინცებთან ერთად ცეკვავს. მხიარულების დროს მათ გვერდით აღმოჩნდება მოსასხამში გახვეული ქალი, რომელიც პრინცესას ჩუქნის ყვავილების თაიგულს, სადაც ჩხირი არის ჩამალული. გახარებული ავრორა ცეკვას აგრძელებს. მეფე, დედოფალი და კატლაბიუტი ცდილობენ წაართვან პრინცესას საჩუქარი, მაგრამ იგი ამის გაკეთებას ვერ ასწრებს. მოულოდნელად, პრინცესას თითში ერჭობა ჩხირი, იგი ჩერდება და გაოცებული უყურებს საკუთარ ხელს. მას უცნაური გრძნობა აიტანს, ცდილობს თავისი ტკივილი მშობლებს გაუზიაროს, მაგრამ ვერავინ ეხმარება. ავრორა პრინცების ხელებზე ეცემა. უცნობი მოხუცი მოსასხამს იხდის - ეს ფერია კარაბოსია! მისი წინასწარმეტყველება ახდა. სასახლეში სასოწარკვეთილები არიან, მაგრამ ფერია იასამანი ახსენებს მათ, რომ ავრორა არ კვდება, ის მხოლოდ ღრმად იძინებს. სიცოცხლეს მას მხოლოდ მშვენიერი პრინცის ამბორი დაუბრუნებს. ფერია იასამანი მთელ სამეფოს ღრმა ძილს მოუვლენს.
 
მეორე მოქმედება
პირველი სურათი
მელანქოლიით შეპყრობილი პრინცი დეზირე დიდგვაროვნებთან ერთად ნადირობით ერთობა. თითქოს პრინცის ოცნებებს უპასუხაო, ტყეში ფერია იასამანი გამოჩნდება, რომელიც დეზირეს წინ ავრორას აჩრდილს გამოიწვევს, რომელიც ღვთიური არსებებით - ნერეიდებითაა გარშემორტყმული. პრინცესათი მოხიბლული პრინცი დეზირე სთხოვს ფერიას, ავრორას საძებნელად გაუძღვეს მას. ფერია იასამანი და პრინცი ჯადოსნური ნავით გაცურავენ მოჯადოებული სასახლისაკენ.
 
მეორე სურათი
 
ფლორესტანის სამეფო წყვდიადს მოუცავს, რომელსაც ბოროტი ფერია კარაბოსი დარაჯობს. კარაბოსი გრძნობს ფერია იასამანის და პრინცი დეზირეს მიახლოებას და ამალასთან ერთად ცდილობს ავრორასთან მისასვლელი გზა გადუკეტოს მათ, მაგრამ უშედეგოდ. პრინცი მძინარე მზეთუნახავს სიყვარულით ეამბორება, ბოროტი ძალები დამარცხდნენ. კარაბოსი ამალასთან ერთად იკარგება. ავრორა იღვიძებს, მასთან ერთად იღვიძებს სამეფო. პრინცესა ხედავს თავის მხსნელს და გული სიყვარულით ევსება. პრინცი დეზირე მეფეს და დედოფალს ქალიშვილის ხელს სთხოვს.
 
მესამე მოქმედება
ავრორასა და დეზირეს ქორწილში მოვიდნენ ჯადოსნური ზღაპრების გმირები: პრინცესა ფლორინა და ლურჯი ფრინველი, თეთრი ფისო და ჩექმებიანი კატა, კონკია და პრინცი ფორტუნე. საზეიმო დუეტში მათ წინაშე წარსდგებიან პრინცი და პრინცესა. ფერია იასამანი და მისი ამალა ლოცავენ დაქორწინებულებს. 


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი