ისტორია 



საქართველოს სახელმწიფო ოპერის ბავშვთა გუნდი 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, როცა თეატრში მზადდებოდა გია ყანჩელის ოპერის „და არს მუსიკა“ პრემიერა.

შემდგომ პერიოდებში გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შესაბამის სპექტაკლებში, როგორიცაა: ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“, პიოტრ ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ჯუზეპე ვერდის „ატილა“.

სხვადასხვა დროს გუნდს ხელმძღვანელობდნენ ქორმაისტერები: ავთანდილ ჩხენკელი, ქეთევან შინდაგორიძე.

2015 წელს, ოპერის განახლებასთან ერთად ბავშვთა გუნდის რაოდენობა გაიზარდა და გარდა სექტაკლებისა, სოლო კონცერტების გამართვაც იგეგმება. სწავლება მიმდინარეობს კარლ ორფის ცნობილი მეთოდიკით, რომელიც აერთიანებს სიმღერას, რიტმს და მოძრაობას.