დავით მუქერია

დავით მუქერია დაიბადა თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვალტორნის კლასი. 1985 წელს კი კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი, ოდისეი დიმიტრიადის ხელმძღვანელობით. 1988 წლიდან ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა; 1993 წლიდან კი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორია, სადაც მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“; რევაზ ლაღიძის „ლელა“; ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „ოტელო“–  დამდგმელი დირიჟორი. მის რეპერტუარშია ასევე შემდეგი ოპერები: ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“, „მაკბეთი“, „ნაბუკო“; ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი”, „ბოჰემა“, „ჯანი სკიკი“; პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, პიოტრ ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“; ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ და სხვა. მოსკოვის ოპერის თეატრში დავით მუქერიამ უდირიჟორა ვერდის „აიდას“, თურქეთის ასპენდოზის ფესტივალზე კი –  „ოტელოს“. თბილისში ფესტივალ „ბრავოს“ ეგიდით განახორციელა „ტოსკას“ დადგმა, რომელშიც მონაწილეობდნენ: კ. კალუდოვი, ა. მარკი.

დავით მუქერია შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.