პაპუნა ღვაბერიძე

პაპუნა ღვაბერიძე პაპუნა ღვაბერიძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობისა და საოპერო და სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტები გივი და ზაზა აზმაიფარაშვილების ხელმძღვანელობით დაამთავრა.

შემოქმედებითი კარიერა, როგორც საგუნდო დირიჟორმა, 2000 წელს, ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2005-2007 წლებში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ხოლო 2011 წლიდან –  ამავე თეატრის მოწვეული დირიჟორი იყო. ქუთაისში, 2005-2006 წლებში, მან ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“, 2011 წელს კი ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიას“ დადგმებს უხელმძღვანელა.

2013 წლიდან პაპუნა ღვაბერიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის დირიჟორია. 2014 წელს, აქ მან განახორციელა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ და ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“.