ზაზა კალმახელიძე

ზაზა კალმახელიძე 1990 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, პროფესორ ბორის პევზნერის კლასი.1993 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა-სტაჟირების კურსი, საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით, ოდისეი დიმიტრიადის ხელმძღვანელობით.

1993 წლიდან იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ექსპერიმენტული სტუდიის დირიჟორი.1998 წლიდან ამავე თეატრის დირიჟორია.

ზაზა კალმახელიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა შემდეგი საბალეტო სპექტაკლები: ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი“, პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, „სერენადა“, „მოცარტიანა“; იგორ სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“; ჰერში კეის „სიმფონიური ვესტერნი“; ფერდინანდ ჰეროლდის „ამაო სიფრთხილე“, ფელიქს მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, ლეონარდ ბერნსტაინის „ლეა“, კრისტოფ ვილიბალდ გლუკის „ჩაკონა“, გაეტანო დონიცეტის „დონიცეტი-ვარიაციები“, ლუი მორო გოტჩოკის „ტარანტელა“, ადოლფ-შარლ ადანის „ჟიზელი“, ანტონიო ვივალდის GREEN, ანდრე მესაჟეს „ორი მტრედი“, ჰოლგერ სიმონ პაულის „კონსერვატორია“ და ტოშირო მაიუზუმის „ბუგაკუ“ და სხვა ნაწარმოებები.