ქეთევან-ხათუნა ბედელაძე

ქეთევან-ხათუნა ბედელაძე დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით: დრამის რეჟისორი (პროფესორ ლ. იოსელიანის კლასი) და მასობრივ სანახაობათა რეჟისორი (პროფესორ გ. ჟორდანიას კლასი), კინოდრამატურგი (მწერალ ვ. სიხარულიძის კლასი).
ქეთევან-ხათუნა ბედელაძე არის დამდგმელი რეჟისორი, ინსცენირებების ავტორი და მუსიკალური გამფორმებელი საქართველოს სხვადასხვა თეატრში და ე. მანჯგალაძის სახელობის ლიტერატურულ-დრამატულ რადიოთეატრში. დადგმული აქვს სპექტაკლები: „შექსპირი და ოპერა“, „შელოცვა რადიოთი“, „ქალი ქვიშაში“, „როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი“, „სამს + 3“ და სხვ. სხვადასხვა თეატრალურ სტუდიაში არის რეჟისორი და მეტყველების კულტურის, ხელოვნების ისტორიის, მსახიობის ოსტატობის პედაგოგი. მონაწილეობს თეატრალურ ფესტივალებში: „საჩუქარი“, „აღდგომიდან ამაღლებამდე“ და და სხვ. 
2005 წლიდან ქეთევან-ხათუნა ბედელაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორია. თბილისის ოპერის შემდეგ სპექტაკლებში იგი რეჟისორის ასისტენტია:
ზაქარია ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“. რეჟისორი _ გ. ჟორდანია.
რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“. რეჟისორი _ თ. ჩხეიძე.
გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი „რადამისტო“. რეჟისორი _ გ. მელივა.
ჯუზეპე ვერდი „ტრუბადური“. რეჟისორი _ ვ. მაუნდი.
ოთარ თაქთაქიშვილი „მინდია“. რეჟისორი _  გ. რუტერინგი.
ჯუზეპე ვერდი „ატილა“. რეჟისორები _ ჟ. ლ. გრინდა, დ. საყვარელიძე.
ჯუზეპე ვერდი „რიგოლეტო“, ჯაკომო პუჩინი „მადამ ბატერფლაი“, გოგი ჩლაიძე „დარისპანის გასაჭირი“. რეჟისორი _ დ. საყვარელიძე.