ლელა გვარიშვილი

ლელა გვარიშვილი ლელა გვარიშვილი ჯერ კიდევ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი გახდა, თბილისის ოპერის თეატრში სადაც იგი, გამოჩენილ დირიჟორთან, ჯანსუღ კახიძესთან ერთად ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანის“ დგამდა.
ამას მოჰყვა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ ასევე თუმანიშვილის და კახიძის ხელმძღვანელობით. ეს სპექტაკლები 27 წელი გადიოდა თბილისის ოპერის თეატრში.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლელა გვარიშვილი რეჟისორად იწყებს მუშაობას ოპერის თეატრში. თავისი სპექტაკლების: ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“, ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკი“ _ პარალელურად იგი ასისტენტობას უწევდა რობერტ სტურუას სპექტაკლებში: გია ყანჩელის „და ARS მუსიკა“, კახიძის „ბარბალე“, სერგეი პროკოფიევის „ცეცხლოვანი ანგელოზი“, ვერდის „ოტელო“, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“. ლელა გვარიშვილი პედაგოგიურ მუშაობას ეწევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც ვოკალისტ-მსახიობების ახალ თაობას ზრდის. სხვადასხვა სცენაზე მას დადგმული აქვს: გოეთეს „პრინცესა ტურანდოტი“, დუმბაძის „ჰელადოსი“, ცაგარელის „ხანუმა“, ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“. ოპერები: ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, სერგეი რახმანინოვის „ალეკო“, გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“, პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, ბიზეს „კარმენი“.